reportiori.ge - ძვირფას ქალბატონს, ქეთევან პავლიაშვილს: თქვენგან მხოლოდ სტიმული და შეძახილი გვჭირდება! გასამხნევებლადაც არ გემეტებით?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:51
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ძვირფას ქალბატონს, ქეთევან პავლიაშვილს: თქვენგან მხოლოდ სტიმული და შეძახილი გვჭირდება! გასამხნევებლადაც არ გემეტებით?!
20 ივნისი, 2015. 04:49



ქალბატონო ქეთევან, ამ წერილს თქვენი თაობისადმი გულწრფელი პატივისცემის მორიგი დადასტურებით გწერთ. თუმცა, თქვენივე ენით თუ ვიტყვით, „დაჩლუნგებულ თაობას,"  უფროსი თაობის წყალობით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნებისმიერი სახის კრიტიკაზე იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა.  პირადად მე, როცა მეგონა, რომ ამ მხრივ აღარაფერი გამაკვირვებდა, სწორედ მაშინ გამოჩნდით და მოსალოდნელი მოულოდნელობების უსასრულობაში დამარწმუნეთ. თქვენი, როგორც პროფესორის შეფასება მინიმუმ გულდასაწყვეტი, მაქსიმუმ კი აღმაშფოთებელია. ალბათ იმიტომ, რომ თქვენს მოსაზრებას გარკვეულწილად ვეთანხმები. დიახ, შეუძლებელია საქართველოში არსებული წიგნიერების დაბალი დონე ვერ დაინახო! ამაზე არც არავინ დაობს! მერწმუნეთ, ჩვენ საკუთარ ავ-კარგს, ნაკლს თუ ღირსებას თქვენზე უკეთ ვხედავთ და უფრო მძაფრადაც განვიცდით.  და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, ხომ არ ფიქრობთ, რომ მომავალი თაობისგან ზედმეტად ბევრს მოითხოვთ? ზედმეტად მკაცრად და კრიტიკულად აფასებთ? განაჩენის გამოტანას ხომ არ აჯობებდა პრობლემის არსს ჩასწვდომოდით, მისი გამოსწორება გეცადათ (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს თქვენი პროფესიული მოვალეობაა) და ხელის ერთი მოსმით ნაგავში არ მოგესროლეთ...


თქვენ ჩვენზე უკეთ უწყით, თუმც, მაინც ვიტყვი:  ჩვენ იმ ნიადაგზე გავიზარდეთ, რაც თქვენმა თაობამ  მოგვიმზადა...  იმ გარემოშო გავიზარდეთ, რაც დაგვახვედრეთ (კონკრეტული მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს). მაშინ, როცა თქვენგან უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, უსამართლობაა ყველაფერი მხოლოდ ჩვენ დაგვბრალდეს. თუმც, მთავარში გეთანხმებით- წიგნიერების  დონით  ნელ-ნელა სავალალო რეალობისკენ მივექანებით.


სამწუხაროდ ერთიც არის: ჩვენ  ბავშვობა არ დაგვცალდა და თინეიჯერობა არ შეგვერგო. შეიძლება ითქვას, გარემო პირობებიდან გამომდინარე აუცილებლობის შესაბამისად, პირდაპირ  პოლიტიკოსებად, ბიზნესმენებად, ჟურნალისტებად, მოსამართლეებად დავიბადეთ.


ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც, პროფესორი "ჩლუნგს" უწოდებს და ამის შემდეგ როგორ შეიძლება რამე მოითხოვოთ, როგორ შეიძლება ჩვენი იმედი გქონდეთ, როგორ შეიძლება გენდოთ, როგორ შეიძლება ჩვენგან რამე გეწყინოთ ან გაგიკვირდეთ?!

ქალბატონო ქეთევან,მჯერა თქვენი "პოსტის" მიზანი "ილიასეული" შემოლაწუნება იყო, მაგრამ არ გამოგივიდათ,  რადგან კეთილი განზრახვის შესრულებას მხოლოდ კრიტიკით და სიძულვილის ენის გამოყენებით  შეეცადეთ. არადა უმჯობესი იქნებოდა გაცილებით თბილი, თუნდაც „დედობრივი", გასაგები ენით და მეტი კონკრეტიკით მოგეწოდებინათ.


მეტადრე  მაშინ, როცა საქმე მომავალ (შემდგარ, შესადგომ ან არშემდგარ) თაობას ეხება...


ძვირფასო ქალბატონო ქეთევან, ჩვენ თქვენგან მხოლოდ სტიმული და შეძახილი გვჭირდება! ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ვინმეს ვეიმედებოდეთ, რათა ჩვენს არსებობას აზრი მიეცეს!  ნუ გვაგრძნობინებთ,  თუ დაგაღალატეთ...


ბოლოსდაბოლოს სიკვდილისთვის განწირულ ადამიანს ამხნევებენ და ასეთი რა დაგიშავეთ, რომ გასამხნევებლადაც არ გემეტებით?!





„ქალბატონ ქეთევანს ძალიან უნდა, სცდებოდეს, მაგრამ ვერ სცდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქ-ნი ქეთევანი 35 წელია ახალგაზრდებთან მუშაობს დღეში 7 საათში, შაბათ-კვირის გამოკლებით და ყოველ ახალ სემესტრში სულ უფრო დაჩლუნგებულ თაობას აწყდება. ნუ გიკავიათ სირაქლემას პოზა და ნუ იტყუებთ თავებს. ის, რაც დღეს ხდება თბილისში (სოლიდარობა) ბუნებრივია, მისასალმებელია, თუმც ასეთები გვინახია, ხვალ რომ ყველას მიავიწყდება ყველაფერი და როგორც კი ვინმე ფეხზე დადგება, სასწრაფოდ ყელში წაუჭერენ. ეს იცის ქ.-მა ქეთევანმა და ამის დიდი გამოცდილება აქვს ქ.-ნ ქეთევანს. ეს ისე, ცნობისთვის", - წერს პავლიაშვილი.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016