reportiori.ge - გიორგი მანჯავიძე ირაკლი ღარიბაშვილს: სოლიდარობის ბაღში ერთი პატარა კუთხე გვაჩუქეთ მედიას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:54
მედია
გიორგი მანჯავიძე ირაკლი ღარიბაშვილს: სოლიდარობის ბაღში ერთი პატარა კუთხე გვაჩუქეთ მედიას
20 ივნისი, 2015. 15:28


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის ინიციატივით, 13 ივნისის სტიქიის დროს ყველაზე ცხელ წერტილებში მომუშავე ჟურნალისტები დაჯილდოვდებიან. მისივე თქმით, რომ არა ჟურნალისტები, ბევრი ფაქტი აღურიცხავი დარჩებოდა. ამ თემაზე „რეპორტიორს" ჟურნალისტი გიორგი მანჯავიძე ესაუბრა. მისი თქმით, არცერთმა ჟურნალისტმა არანაირი ჯილდო არ უნდა მიიღოს.


მანჯავიძე ჩვენი „რეპორტიორის" საშუალებით, პრემიერს მიმართავს და მადლობა უხდის ჟურნალისტების მუშაობის დაფასებისთვის, თუმცა, თვლის რომ მედიის მხრიდან რაიმე ჯილდოს აღებაზე საუბარი არ უნდა იყოს.


მადლობა, ბატონო პრემიერო, რომ გინდათ ჟურნალისტების შრომის დაფასება... მაგრამ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სულ მცირე, "უხერხულია" ჩვენი მხრიდან რაიმე ჯილდოებზე საუბარი... ბატონო ირაკლი, თქვენი გულწრფელი სურვილი ჩვენ უხერხულად გვაგრძნობინებს თავს. ჯილდოს იმისთვის, რაც ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, მთავრობისგან არ უნდა ვიღებდეთ. მადლობა დიდი იმისთვის, რომ აღნიშნეთ ჩვენი შრომა... სასიამოვნოა... მაგრამ დაე ჯილდოები დამსაქმებლებმა მისცენ ჩემს კოლეგებს... აგერ, ამ წამს სპონტანურად მომაფიქრდა - იმ სოლიდარობის ბაღში ერთი პატარა კუთხე გვაჩუქეთ მედიას. ან ხეები დარგეთ... სიმბოლურად შევიკრიბებით ხოლმე დასვენების დღეებში..."-აცხადებს მანჯავიძე.



გიორგი მანაჯავიძემ ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტი როდესაც ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობს, ეს გმირობა კი არა, საკუთარი საქმის კეთებაა.


მე ჟურნალისტი ვარ... კი, მართალია, მე არავინ მავალდებულებდა იქ ყოფნას, არცერთი სამსახური... მაგრამ მაინც ჟურნალისტი ვარ და ჩემი საქმე გავაკეთე. ის, რაც უნდა აკეთოს ჟურნალისტმა. ეს კი გმირობა არ არის... ეს საქმის კეთებაა... შენი საქმის... კიდევ ერთხელ მადლობა და ეს პატარა თხოვნა შემისრულეთ... ჟურნალისტები გმირის" წოდებისთვის და ჩინ-მედლებისთვის არ ვშრომობთ", - ამბობს ჟურნალისტი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016