ბათუმის ბულვარში გუშინ ღამით მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის დედა ჟუჟუნა ბერიძე ფიქრობს, რომ მისი შვილი ძარცვის მიზნით მოკლეს.
მარიამ კოჩალიძე ბათუმის ახალ ბულვარში ყელგამოჭრილი იპოვეს. 16 წლის გოგონას მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
საზარელ მკვლელობას ცოტა ხნის წინ facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო ხანს ისევ დაიწყო ხმაურიანი ქუჩის გარჩევები და ბევრად გათამამდნენ კრიმინალები, რაც უსაფრთხოების საერთო სიტუაციას.
„შეძრწუნებული ვარ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობით. სიცოცხლით სავსე ფრიადოსან გოგოს სასტიკად მოუსწრაფეს სიცოცხლე. საღამოს ველოსიპედით გასული და შინ არ დაბრუნებული ბათუმის ახალ ბულვარზე იპოვეს. ქალიშვილი რომ მყოლოდა, ალბათ, ისეთივე იქნებოდა, როგორიც მარიამი. მე, როგორც მამას არ მსურს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ადგილად, სადაც შვილების გარეთ გაშვების შეგვეშინდება. აუარესებს",-წერია სააკაშვილის განცხადებაში.