reportiori.ge - „ასავალ დასავალი“: ოდესელებო, პოლიტიკური ცხოველი სააკაშვილი გადმოგვეცით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ასავალ დასავალი“: ოდესელებო, პოლიტიკური ცხოველი სააკაშვილი გადმოგვეცით!
ავტორი:
22 ივნისი, 2015. 12:08


მას შემდეგ, რაც საქართველოს დედაქალაქს დამანგრეველმა სტიქიამ გადაუარა და თბილისის ზოოპარკი თითქმის მთლიანად განადგურდა, უკრაინული საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოდესის ზოოპარკი მზად არის, თბილისის ზოოპარს 17 სხვადასხვა ცხოველი უსასყიდლოდ გადასცეს.


ხედავთ, ძვირფასო მკითხველო, როგორი გულმოწყალეა ოდესის ოლქის გუბერნატორი სააკაშვილი? სამშობლოდან გაქცეულია, ქართულ მრთლმსაჯულებას ემალება და საქართველოს მოქალაქეობაც უკრაინის მოქალაქეობაზე გაცვალა, მაგრამ მისი გასული და გონება, აზრი და ფიქრი მაინც ჩვენს ბედკრულ ქვეყანას დასტრიალებს თავზე.


მოკლედ, დიდხანს იჭყლიტა ტვინი საქართველოს გულდამწვარმა ჭირისუფალმა - ოდესის გუბერნატორმა სააკაშვილმა, რით შევეშველო სტიქიით განადგურებულ სანატრელ სამშობლოს, როგორ დავედო მტლად მის იარებსო და მოიფიქრა ის, რასაც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი" იტყობინება.


„ოდესის ზოოპარკის ადმინისტრაცია სრულად აცნობიერებს, თუ რაოდენ დიდი მასშტაბის ტრაგედია მოხდა თბილისის ზოოპარკში და რა სიძნელეების გადალახვაა საჭირო ცხოველების კოლექციის აღსადგენად. აქედან გამომდინარე, ის მზადაა, თბილისს რიგი ცხოველები უსასყიდლოდ გადასცეს".


ოდესის ზოოპარკის ადმინისტრაციისადმი მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ, თუ უკრაინას მართლა საქართველოს პატივისცემა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა უდევს გულში, მაშინ ეგზოტიკური ოთხფეხების მაგივრად, ეგზოტიკური პოლიტიკური ცხოველი სააკაშვილი უნდა გადმოგვცეს!


მართალია, თბილისის ზოოპარკი სტიქიამ დაანგრია, მაგრამ სააკაშვილისათვის ყოველთვის გამოიძებნება ერთი გალია გლდანისა თუ „მატროსოვის" ციხეებში, სადაც მას ქართული მართლმსაჯულება კუთვნილ ადგილს მიუჩენს!


ასე რომ, ძვირფასო ოდესელებო, პატივცემულო უკრაინელებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - თუ მართლა საქართველოს დახმარება გინდათ, ზოოპარკის ცხოველების ნაცვლად, პოლიტიკური ცხოველი სააკაშვილი გამოგვიგზავნეთ!


***

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა რამდენიმე დღის წინათ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:


„ოდესაში ვიმყოფებოდი. სააკაშვილი. კადრები. ახალი პატრულების შერჩევა... უამრავი სამუშაო და... ოდესელებმა ანეკდოტი მიამბეს: თილისის ზოოპარკიდან წყალდიდბის დროს გაქცეული ბეჰემოთი უკან დაბრუნდა. იმედგაცრუებული იყო, უკრაინაში ძალზედ დაბალი თანამდებობა შემომთავაზესო. ყველაზე მეტი მიშამ და ეკამ იცინეს".


ძვირფასო მკითხველო, ალბათ, ხვდებით, რომ ეკა, რომელზეც ავაკოვი ლაპარაკობს, მერაბიშვილის ყოფილი და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედი მოადგილე ეკა ზღულაძეა.


მოკლედ, როგორც უკრაინის შს მინისტრის „ფეისბუქ-პოსტიდან" ირკვევა, როცა თბილისში სტიქია მძვინვარებდა და საქართველოს დედაქალაქი გლოვობდა, სააკაშვილი და ზღულაძე ოდესაში ანეკდოტებზე ხარხარებდნენ.


ოდესა მართლაც დახვეწილი იუმორით გამორჩეული ქალაქია და ანეკდოტიც, რომელიც უკრაინის შს მინისტრის თქმით, მას ოდესელებმა უამბეს, სრულად შეესაბამება სააკაშვილის და მისი ამფსონების უკრაინულ ეპოპეას.


თუმცა, სააკაშვილი, რომელსაც იუმორის გრძნობა ყოველთვის მოჩლუგნებული ჰქონდა, ალბათ, ვერ ხვდება,რომ ოდესელები სწორედ მას დასცინიან.


და როცა ხალხი იცინის, ეს უკვე ძალიან საშიშია, რაც სააკაშვილმა კარგად უნდა იცოდეს.


და კიდევ: იუმორით განთქმულმა ოდესელებმა, რომლებმაც  13 ივნისის სტიქიის დროს თბილისის ზოოპარკიდან გაქცეულ და ქალაქის ცენტრში მოხეტიალე ბეჰემოთზე პოლიტიკური ანეკდოტი შეთხზეს, უნდა იცოდნენ, რომ იმ ბეჰემოთს ხალხისათვის არაფერი დაუშავებია, სააკაშვილმა კი ქართველ ხალხს იმდენი დაუშავა, ვერცერთი სტიქია რომ ვერ დაუშავებს!


***

ძვირფასო მკითხველო, რასაც ახლა გეტყვით, ეს ანეკდოტი არ გეგონოთ!


ამ ორიოდე დღის წინათ მობილურ ტელეფონზე ერთი ახალგაზრდა კაცი დამიკავშირდა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულ პიროვნებად გამეცნო და ასეთი რამ მითხრა:


13 ივნისის სტიქიის კვალდაკვალ ნაციონალებმა გამოაცხადეს, რომ მათ რაიონულ ორგანიზაციებში მოსახლეობას მიეტანა საკვები, ტანსაცმელი და პირველი მოხმარების ნივთები, რითაც სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარებოდნენ.


თბილისში, ნაცმოძრაობის რაიონულ ორგანიზაციებში, მართლაც შეგროვდა მოსახლეობის მიერ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გაღებული სხვადასხვა სახის შეწირულობა, რასაც „რუსთავი-2" ფანფარებით აშუქებდა და ნაცებს კეთილ სამარიტელებად წარმოაჩენდა, მაგრამ სააკაშვილის პარტიის დიდუბის ორგანიზაციის აქტივისტებმა სტიქიით დაზარალებულთათვის შეგროვილი დახმარება სახლებში გაზიდეს.


როგორც ინკოგნიტო თანამოსაუბრემ მითხრა, ნაცმოძრაობის დიდუბის ორგანიზაციის ხელმძღვანელს დათო ნაფეტვარიძეს განსაკუთრებით „უვაჟკაცია" და სტიქიით დაზარალებულთათვის განკუთვნილი ტანსაცმელი საკუთარი მომხრეების და აქტივისტებისთვის ჩამოურიგებია, ხოლო ნაფეტვარიძის მოადგილე ავალიანს კარგი ტანსაცმელი თავისთვის აურჩევია და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის გასაგზავნი ტკბილეულიც თავად მიურთმევია.


როცა უცნობი ახალგაზრდა კაცი ამ ყველაფერს ტელეფონში მიყვებოდა, არ ვიცოდი, გამცინებოდა თუ ავტირებულიყავი.


მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალებისაგან არაფერია გასაკვირი, მათ შორის, არც სტიქიით დაზარალებული გაჭირვებული მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების მისაკუთრება, მე მაინც არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ, არავის ხელს არ ვადებ და მხოლოდ იმას გიყვებით, რაც მითხრეს.


ჰო, ამ ჩემმა ინკოგნიტო თანამოსაუბრემ, აქაოდა, ნაცმოძრაობის შიდა სამზარეულოში კარგად ვერკვევიო, ასეთი რამეც მიამბო - „რუსთავი-2"-ის ყოფილ „ვირსა" და ნაცმოძრაობის თავგადაკლულ ფანს გიგა ნასარიძეს მშობლიური პარტიისთვის 10 ათასი დოლარი დაუცინცლავს. რადიო უნდა დავაარსოო, მაგრამ ამ ფულით საკუთარი საბანკო ვალები გაუსტუმრებია და ნაცებისათვის პირში ჩალა გამოუვლია.


ახლა ზურაბ ჭიაბერაშვილი და გიგი წერეთელი, რომლებიც, თურმე ნასარიძისათვის პარტიული „მაყუთის" მიცემას ლობირებდნენ, დღემდე ცდილობენ, რომ „ვირს„ შეტყაპუნებული 10 ათასი დოლარი უკან დააბრუნონ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდით.


თუ ეს ამბვი მართალია, მაშინ სულაც არ გამიკვირდება, ნასარიძეს, რომელსაც ცოტა ხნით წინათ შუაგულ თბილისში სცემეს. ამჯერად უკვე თავად ნაცებმა გაუერთიანონ თავი.


დიახ, თუ ეს ამბავი მართალია, მაშინ ნასარიძეს, რომელიც „რუსთავი-2"-ის ეთერში ბრწყინვალედ თამაშობდა ყურებპარტყუნა ვირის როლს, ისღა დარჩენია, თბილისის ზოოპარკს ჩაბარდეს და ამ დაწესებულებას სტიქიის შედეგად მიყენებული დანაკლისი ოდნავ მაინც შეუვსოს! თან კეთილ საქმეს გააკეთებს და თან ნაცების რისხვას გადაურჩება!

 

 

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016