reportiori.ge - სევდია უგრეხელიძევ, ცოცხს ხელი არ მოჰკიდო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:45
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სევდია უგრეხელიძევ, ცოცხს ხელი არ მოჰკიდო!
ავტორი:
22 ივნისი, 2015. 13:12


13 ივნისის ღამეს თბილისში დატრიალებული სტიქიის ტრაგიკულ შედეგებს - ადამიანების დაღუპვას, ოჯახების უსახლკაროდ დარჩენას, ზოოპარკის განადგურებასა და დედაქალქის ინფრასტრუქტურის მოსპობას - ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილი პირდაპირ უკავშირებს სააკაშვილის ხელისუფლების უპასუხისმგებლო და პირა-აქციაზე გათვლილ საქმიანობას, რომელსაც თბილისისა და საქართველოს რეალურ აღმშენებლობასთან საერთო არაფერი ჰქონდა.


დიახ, რომ არა სააკაშვილის ხუშტურები და ვერეს ხეობაში ყოვლად დაუშვებელი მშენებლობების წარმოება, რაც ყოველგვარი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევებით ხდებოდა, 13 ივნისის წყალდიდობას ამგვარი ფატალური შედეგები არ მოჰყვებოდა - ასეთია საზოგადოებისა და სპეციალისტთა უმეტესი ნაწილის პოზიცია.


ბუნებრივია, ყველაზე უკეთ თავად ნაციონალებმა უწყიან, თავის დროზე ვერეს ხეობაში რაც მიჰქარეს და ამიტომაც ახლა მათი ხუნტრუცი, აქაოდა, სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ჩვენც ვიღებთ მონაწილეობასო, სხვა არაფერია, თუ არა ფაქტზე წასწრებული ბოროტმოქმედის უტიფრობა და დანაშაულში გაჯიუტება.


სოციალულ ქსელ „ფეისბუქში" დიდი პოპულარობით სარგებლობს ფოტო, რომელზეც რამდენიმე ნიჩაბმომარჯვებული ნაციონალია აღბეჭდილი, ვითომ მოხალისეები ვართ და სტიქიისგან იავარქმნილი ადგილები უნდა დავასუფთაოთო, მაგრამ გაკრიალებულ-გაპრიალებულ ტანსაცმელზე ტალახის ერთი შხეფიც კი არ ამჩნევიათ, მაშინ, როცა მართლა ქალაქის დასასუფთავებლად გამოსული რიგითი მოხალისეები ტანფეხიანად ლაფსა და შლამში არიან ამოგანგლული.


ნაციონალების ამ სიყალბესა და აფერისტობაზე უფრო ვრცლად ჩემი კოლეგა გიორგი გიგაური თავის წერილში მოგახსენებთ, მე კი ერთ კონკრეტულ განცხადებას მინდა შევეხო, რომელიც თბილისის საკრებულოს ნაციონალმა დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ 13 ივნისის სტიქიის მეორე დღეს გადაცემა „იმედის კვირაში" გააკეთა.


მოკლედ, ამ ქალბატონმა სტანდარტული ნაცისათვის დამახასიათებელი უტიფრობითა და დემაგოგიით სცადა საზოგადოების თვალში პოლიტიკური ქულების დაწერა - ჩვენ, ნაციონალებს, ძალიან ბევრი მომხრე გვყავს და მზად ვართ, ფიზიკურად მივიღოთ მონაწილეობა სტიქიისაგან დაზარალებული ქალაქის გაწმენდა-მოწესრიგებაშიო.


„აი, აგერა ვარ, მზად ვარ, ცოცხი ავიღო ხელში, ნიჩაბი ავიღო და გავაკეთო ის, რაც საჭიროა!" - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.


რაო? რას ამბობს მდედრი ნაციონალი? ცოცხს ავიღებ ხელში და იმას გავაკეთებ, რაც საჭიროაო?


ეს რომ მოვისმინე, ტელეეკრანთან მაშინვე აღმომხდა - ნაციონალო ქალბატონო, ოღონდ ცოცხს ხელი არ მოჰკიდო!


დიახ, ძვირფასო მკითხველო, ნაცისა და ცოცხის ერთად ხსენებაზე ქართველებს იმწუთასვე რა ასოციაციებიც გვიჩნდება, კარგად იცით!


დიახ, ნაცები ცოცხს რა დანიშნულებით იყენებდნენ, ყველამ კაგად ვნახეთ 2012 წლის 18 სექტემბერს გავრცელებულ ციხის შემზარავ კადრებში, რომლებმაც არამარტო საქართველო, არამედ მთელი ცივილიზებული კაცობრიობა შეძრა.


დიახ, ნაციონალები ცოცხებით პატიმრებს აუპატიურებდნენ!


ცოცხი ნაციონალების ხელში ადამიანის საწამებელი იარაღი იყო!


ამიტომაც, როგორც ნაცისტისა და ებრაელის ერთად ხსენებაზე გვახსენდება ჰოლოკოსტის საშინელება, ისე ნაცისა და ცოცხის ერთად ხსენებაზე გვახსენდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ პატიმრების წამება და გაუპატიურება!


ასე რომ, თუ რომელიმე ნაცი სიტყვა ცოცხს ახსენებს და საქართველოს მოსახლეობას მაშინვე ტანში გასცრის,  ე სულაც არ არის გასაკვირი.


გამოთქმა არსებობს, ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენო



ასევე უნდა იყვნენ ნაცებიც - მათ საქართველოს მოსახლეობასთან ცოცხზე არ უნდა ილაპარაკონ!


დიახ, ცოცხი არც უნდა ახსენონ!


მის ხელში აღებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!


სტიქიაგადავლილ და დაზაფრულ თბილისს ცოცხმომარჯვებული ნაცების ხილვაღა აკლია!

 

 

 

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016