13 ივნისის სტიქიამ და დედაქალაქზე თავს დამტყდარმა საშინელმა ტრაგედიამ ბევრი რამ გამოამზეურა! თუმცა, ის, რაც უდიდესი ადამიანური ტკივილის ფონზე ნაცებმა იკადრეს, ალბათ, მათი დღემდე შემორჩენილი ერთი მუჭა მხარდამჭერებისთვისაც კი გამაოგნებელი იყო!
დიახ, 13 ივნისის ტრაგედიამ არა მხოლოდ ხელისუფლების მუშაობის ხარვეზები გამოავლინა, არამედ - ხელისუფლებაში დაბრუნებაზე მეოცნებე ნაცების წარმოუდგენელი უზნეობა და ქართველთმოძულეობაც!
აი, ბატონო, ნაცების აღიარებითი ფოტოჩვენება!
მაშინ, როდესაც ლამის ნახევარი თბილისი ვერეს ხეობაში უგზო-უკვლოდ დაღუპულთა გვამებს ეძებდა და ყელამდე ტალახში მუშაობდა, ნაცები პოდიუმზე საპოზიოროდ გამოეწყვნენ და ფოტოჩვენებაც მოაწყვეს!
შეხედეთ ამ სურათს, რომელზეც აღბეჭდილები არიან: სააკაშვილის გესტაპოელი ზონდერი თენგიზ გუნავა, დაბადებიდან ჩლუნგი ნაცი - ნუგზარ წიკლაური, ნაცი ვირთხა - კობა ხაბაზი და ვიღაც მათი „შნირი"! როგორი სუფთა-დაკრიალებულები და ბედნიერები არიან ეს აქანდაზებთან მოპოზიორე „ცოცხები"!
როგორ უნდა გძულდეს ქართველი ერი და ყველაფერი ქართული, როგორი კლინიკური დეგენერატი და ადამიანის სახედაკარგული გადაგვარებული მუტანტი უნდა იყო, რომ აი, ამ ნაცებივით აღიარებითი ფოტოჩვენება მოაწყო დიახ, მართლაც სააკაშვილის სისხლიანი ნაცი უნდა იყო, რომ ტრაგედიის მეორე დღეს ასე უზნეოდ იღრიჯებოდე და პოზიორობდე ფოტოკამერის წინ მაშინ, როცა შენზე სამჯერ და ოთხჯერ პატარები თავდაუზგავად და ყოველგვარი ქულების ჩაწერის მოლოდინის გარეშე დაღუპულთა გვამებს ეძებენ!
ახლა, ძვირფასო მკითხველო, შეადარე, ნაცებისგან განსხვავებით, როგორ ებრძოდნენ სტიქიის შედეგებს ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი ინიციატივით, დილიდან ღამემდე მუშაობდნენ ვერეს ხეობაში!
ანდა შეადარეთ ნაცების ბედნიერ პოზიორობას ქართველი მართლმადიდებელი ღვთისმსახურების ტკივილით აღსავსე სახეები, რიგითი მოქალაქეებივით რომ იღვწოდნენ სტიქიის ზონაში!
აი, ეს არის სააკაშვილის უჯიშო და უჯიგრო სექტა - სანაცეთი!
არადა, ეს სააკაშვილის სატანისტური სექტის ალქაჯები და ტარტაროზები სწორედ ასე უნდა მოქცეულიყვნენ!
დიახ, ნაცები სხვანაირად ვერ მოიქცეოდნენ, რადგან სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი სწორედ მათი მხარდაჭერითა და აპლოდისმენტებით ხოცავდა ქუჩებში უდანაშაულო ხალხს!
დიახ, ნაცები ასეც უნდა გარჯილიყვნენ, რადგან სწორედ მათი თანამზრახველობით აწამებდნენ და აუპატიურებდნენ უდანაშაულო ადამიანებს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ!
ნაცებისთვის, რომლებიც დღემდე ბელადად აღიარებენ 2008 წლის ომის დროს საქართველოს ძირძველი მიწების გამსხვისებელ-გამჩუქებელ სააკაშვილს, ქართველთა ტრაგედია სწორედ „სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირია"!
ნაცები, რომელთა ფიურერმა აგვისტოს ომის შემდეგ მთელი მსოფლიოს გასაგონად დაიყროყინა, დიდი არაფერი, მხოლოდ რამდენიმე სოფელი და ქვების გროვა დავკარგეთო, აბა, 13 ივნისის ტრაგედიას როგორ მიიტანდნენ გულთან ახლოს?!
მოკლედ, 13 ივნისის ტრაგედიას შეწირულთა გვამებზე როკვით, სატანისტური ფოტოჩვენებითა და პოზირებით სააკაშვილის სანაცეთმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ აბსოლუტურად ზნედაცემული ანტიქართული სექტაა, რომლისგანაც ქვეყანა ისევე გულდაგულ გასაწმენდია, როგორც ვერეს ხეობა ტალახისა და ნაგვისგან!
გიორგი გიგაური
გაზეთი „ასავალ-დასავალი"