reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: მაგრად უნდა ვიკაიფო, თუ ნიანგმა შეჭამა ვინმე, ან ბიძინას ბაღში თუ შეეპარათ როგორმე მხეცები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:09
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მიხეილ სააკაშვილი: მაგრად უნდა ვიკაიფო, თუ ნიანგმა შეჭამა ვინმე, ან ბიძინას ბაღში თუ შეეპარათ როგორმე მხეცები!
ავტორი:
22 ივნისი, 2015. 16:29


უკრაინული მედიის ინფორმაციით, 2015 წლის აპრილის მიწურულს უკრაინის პრეზიდენტის, უბადრუკი პეტრე პოროშენკოს აპარატის თანამშრომელმა სერგეი კირნიკმა დავით უსუფაშვილის კიევში ვიზიტის დროს ლუტერანსკაიას ქუჩის № 17 სახლში ერთმანეთს შეახვედრა სააკაშვილი, უსუფაშვილი და ხიდაშელი... კირნიკმა სააკაშვილ-ხიდაშელ-უსუფაშვილის საუბარი ჩაიწერა, რომელმაც შემდეგ მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა. პატივცემულო მკითხველო, შეგახსენებთ, რომ ამ ჩანაწერის თანახად, სააკაშვილი, ხიდაშელი და უსუფაშვილი მაისის ბოლოს ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა 50-ათასიანი მიტინგის გამართვასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ... ჩანაწერში საუბარია ფულზე, ბიძინა ივანიშვილზე, რესპუბლიკური პარტიის ანგარიშებზე, სადაც მიშა ფულის გადარიცხვის პირობას დებს და ასევე - გივია თარგამაძესა და გიგა ბოკერიაზე, რომლებსაც სააკაშვილი „დებილებს უწოდებს!


ვერ გეტყვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს თუ არა გამოძიება და დაადასტურეს თუ არა, რომ სააკაშვილს, უსუფაშვილსა და ხიდაშელს მსგავსი საუბარი ნამდვილად ჰქონდათ; ჩვენ არც ის ვიცით, ვინ არის ჩანაწერში არაერთგზის ნახსენები „გიორგი" და ის მელოტი, ჩასკვნილი კაცი, რომელიც სააკაშვილს თან ახლდა, მაგრამ ვიცით, რომ მოძმე უკრაინის მედიაში კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გამოფინეს, რომლის უტყუარობაც ჩემი აზრით, ეჭვს არ იწვევს.


წარმოდგენილი მასალის თანახმად, 14 ივნისს, ანუ თბილისში დატრიალებული ენითაუწერელი ტრაგედიიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უფრო კონკრეტულად, 10 საათსა და 18 წუთზე, სააკაშვილი ურეკავს ზურაბ ადეიშვილს... საუბარი გრძელდება ზუსტად 4 წუთი და 52 წამი.


ძვირფასო მკითხველო, მოდით, ყურადღებით წავიკითხოთ ამ სატელეფონო საუბრის სტენოგრამა და მერე ყოველივე წვრილად განვიხილოთ!


მიხეილ სააკაშვილი: გესმის?

 

ზურაბ ადეიშვილი: კი, როგორ ხარ, ამ კვირა დღეს საქმეა რამე?

 

მიხეილ სააკაშვილი: საქმეები უამრავია და შენც უნდა მოხვიდე. შენ ის მითხარი, თბილისში რა ხდება, ბევრია დაღუპული?


ზურაბ ადეიშვილი:  მე ინფორმაციას ყოველ ხუთ წუთში მაწვდიან. გუშინ, ღამით, ვერარეჩკა ადიდდა და დატბორა იქაურობა. ხალხი დაიხოცა და ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, მოკლედ, მთელი ამბებია ატეხილი.


მიხეილ სააკაშვილი: ავტობანიც დაიშალა? ინტერნეტში აბდაუბას წერენ, მომიყევი, რა ხდება?


ზურაბ ადეიშვილი: არა, გზა გადარჩა, მაგრამ დანარჩენი სულ წყალმა წაიღო. შენ გაბრალებენ, პროექტი არ იყო და პატარა მილები ჩადესო!


მიხეილ სააკაშვილი: ვინ მაბრალებს, ეგენი გიჟები ხომ არ არიან?


ზურაბ ადეიშვილი: მოკლედ, ბიძინა ავრცელებინებს და ღარიბაც ატლიკინდა. ირმას ველაპარაკე და განცხადებას გაავრცელებენ!

მიხეილ სააკაშვილი: კარგი გიქნია! კიდევ დაამატებინე, რომ თქვან, ხომ ხედავთ გზა არ დაინგრაო! თუ ძალიან გაატრაკეს, უგულავამ რა იმაიმუნა მანდ, მე არ ვიცი! ახლა ატეხავენ მიშა-მიშას! ესე უთხარი, რომ თქვან, რომ ხალხის გვერდით ვარ და ეს გაავრცელონ. მაგრად უნდა ვიკაიფო, თუ ნიანგმა შეჭამა ვინმე, ან: ბიძინას ბაღში თუ შეეპარათ როგორმე მხეცები.


ზურაბ ადეიშვილი: ბიძინას ბაღში მაგარი იქნება დათვები და ნიანგები. ისე ტრაგიკული სიტუააციაა, დამატებით რაღაც უნდა მოვიფიქროთ!


მიხეილ სააკაშვილი: მოკლედ, მიხედე რა. დედა მოუტ... მაგათ სუყველას, გუშინ უნდა მოსულიყავი „ზატოკა" რომ არის იქ, მაგარი სანაპირო გავაკეთე. ეს ოდესელები სულ უნდა გამოვასირო. მედიის პრობლემები გვაქვს დასალაგებელი სასწრაფოდ, ხო იცი?.. ხო, კიდევ პორტის თემაა დასახური. მაკკეინმა საკითხი დაძრა, გემს ამზადებენ, მერე ნახე, რა ავტორიტეტი გვექნება არმიაში ხომ იცი, იქ ყველა უნდა დაადუღოთ! კოლომოისკი ბლატაობს და მიხედე, გიორგი ხომ გყავს მაქვე! ბევრი საკითხი გვაქვს, საღამოს შვიდისთვის გრანოვსკის საუნაში წავიდეთ და იქ დავილაპარაკებთ ყველაფერზე. გიას დაურეკე და წამოიყვანე!..

 

ზურაბ ადეიშვილი: კაი, კაი, მოვალ, ჟენიას დაურეკავს ჩემი დაცვა და მისამართს გადავაზუსტებ „პივა" წამოვიღო?


მიხეილ სააკაშვილი: არ გინდა, იქ ყველაფერი არის, მაგარი გაკეთებულია. „დავაი", აბა!


ზურაბ ადეიშვილი: კაი მაშინ, საღამომდე. ხო, მართლა, გიორგი ვერ მოვა, ქალაქგარეთ არის და ვერ მოვა.


მიხეილ სააკაშვილი: სად დაეხეტება ეგ ჩემისა?.. კაი, აბა!"


თუ მე ამ ცხოვრებისა რამე გამეგება, ეს ნამდვილად სააკაშვილია!


***

ვისაც სააკაშვილის გამოსვლები გახსოვთ და განსაკუთრებით ის არ დაგვიწყებიათ, 2008 წლის 10 აგვისტოს რას ღრიალებდა გორში სამარცხვინოდ „წაპლაკული" მიშა, ყველა დამეთანხმებით, რომ ეს სააკაშვილია!


ვისაც არ გახსოვთ, გაგახსენებთ, რომ რუსის თვითმფრინავის გამოჩენაზე გაქცეულ და წაქცეულ მიშიკოს დაცვის ბიჭები „მეშოკებივით" რომ დაელაგნენ თავზე, გულშექანებულმა და ლამის გაჭყლეტილმა სააკაშვილმა ამოიღნავლა სწორედ ის სიტყვები, რომლებითაც ადეიშვილთან წინამდებარე სეტელეფონო საუბარი დაასრულა - „თქვე ჩემისებო!"


დასტურ, ეს სააკაშვილის ლექსიკაა, ასე სააკაშვილი ლაპარაკობს და სხვა არავინ დედამიწის ზურგზე!


მართლაც, ნაძირალა და სკამის მონა სააკაშვილის გარდა, რომელმაც ოდესის ღუბერნატორობისთვის საქართველოს მოქალაქეობა დათმო და ისედაც გაბახებული სახელი სულ მთლად მიწაში ამოდო, წყალწაღებულ და ოჯახდაქცეულ ხალხზე, აბა, სხვა ვინ იტყვის - „დედა მოტ.... მაგათ სუყველასო?!"


ვინ გადამარწმუნებს,რომ ჰეროინით თუ კოკაინით გათანგული მიშა, რომელსაც პორნომასაჟისტ დოქტორ დოტის ძუძუებში ჰქონდა თავი ჩაფლული, ცხინვალში ჩატოვებულ და ბედის ანაბრად მიტოვებულ ქართველ ბიჭებსაც ზუსტად ისეთივე ყიამყრალობით არ აგინებდა და შეურაცხყოფდა, როგორც 14 ივნისის დილას წყალში დამხრჩვალ და ოჯახდანგრეულ მშვიდობიან ქართველებს?


სააკაშვილისნაირი ავადმყოფისა და ბოღმით გასივებული ტვინგაწყალებულის გარდა, აბა, სხვა ვინ იტყვის, - „მაგრად უნდა ვიკაიფო, თუ ნიანგმა შეჭამა ვინმე, ან ბიძინას ბაღში თუ შეეპარათ მხეცებიო?!"


სააკაშვილს ხშირად ადარებენ ავადსახსენებელ ნერონს. ნერონმა, რომელიც რომის იპერიას პირველ საუკუნეში მართავდა, 64 წლის ზაფხულში, იმისათვის, რომ „ეკაიფა" და ქალაქის დაწვის პროცესის ხილვით პოემა „ტროას" დასაწერად შთაგონება მიეღო, ულამაზესი და უმშვენიერესი რომი ცეცხლს მისცა და ნახევარზე მეტი ქალაქი მთლიანად გადაბუგა.


ვინ იცის, ძვირფასო მკითხველო, სააკაშვილის რომელი „კაიფის დაჭერას" შეეწირა უძველესი ქართული ქალაქი - ცხინვალი და ის 150 ქართული სოფელი, რომელთა შესახებაც სააკაშვილმა ტუტუცურად განაცხადა - რა მოხდა, თუ ქვების გროვა დროებით დავკარგეთო?!


იმპერატორმა ნერონმა დედამისი აგრიპინა მოკლა!


რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილს, მართალია, მან დედა განადიდა და ქალბატონი გიული ალასანია ყელამდე ბაჯაღლო ოქროებში ჩასვა, მაგრამ, სამაგიეროდ, დედასამშობლოს გამოჭრა ყელი!


სააკაშვილი საქართველოს ყოველდღე კლავდა და ამ წყევლაკრულვიან საქმეში ბოროტი მიკი-მაუსის, ზურაბ ადეიშვილის გარდა, სტენოგრამაში ხსენებული „რუსთავი-2"-ის ყოფილი „ჟურნალისტით" - ირმა ნადირაშვლით დაწყებული, გიორგი ბარამიძით დამთავრებული, მას ბევრი ეხმარებოდა.


ვფიქრობ, ქართული სპეცსამსახურები და პირადად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღევანდელ საქართველოში სტაბილიზაციის ერთადერთი გარანტია, სააკაშვილისა და მისი ხელისბიჭების ხვაშიადს გრძნობენ, აცნობიერებენ, ზომავენ და წონიან!


ძნელია წინდაწინ ამ ყველაფრის გამოცნობა, მაგრამ სააკაშვილი იმდენს კუნტრუშებს, ადრე იქნება თუ გვიან, ერთ-ერთი ცრუ დიმიტრის ბედს აუცილებლად გაიზიარებს. იცით, ალბათ, ცრუ დიმიტრი რუსებმა ზარბაზანში ჩატენეს და იქითკენ გაისროლეს, საიდანაც მოვიდა - პოლონეთისკენ.


მჯერა, მოძმე უკრაინელები საქართველოს ცოცხალი თავით არ დაუმიზნებენ იმ ზარბაზანს, რომელიც სააკაშვილით იქნება დატენილი, ხოლო ამერიკელებს ამის გაკეთებას, რა თქმა უნდა, ვერ გაუბედავენ, რჩება ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც უკრაინას ომი აქვს და რატომღაც მგონია, რომ გულმართალი, მეომარი, მაგრამ ჯიუტი ხახოლები ერთ მშვენიერ დღეს მიშას სწორედ მოსკოვისკენ გაისვრიან!

 

 

 

 

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016