რეგიონები
დაბა ურეკში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო
22 ივნისი, 2015. 20:41
დაბა ურეკის გაზიფიცირება 2015 წლის ოქტომბერში დასრულდება. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა დაბა ურეკში მცხოვრებ 878 ოჯახს მიეცემა.
სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დაბა ურეკის ცენტრალურ გზაზე მიმდინარეობს. გაზიფიკაციისთვის საჭირო მასალა უკვე ადგილზეა.
ივლისის თვეში დასრულდება შემოქმედი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია - შპს „სამკუთხედი" ახორციელებს.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 304 ათას 225 ლარს შეადგენს.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57