reportiori.ge - მერაბ ხაჩიძე: ხალხისგან „მოკითხული" ოჯახის წევრები არ ეცოდებათ?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:19
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მერაბ ხაჩიძე: ხალხისგან „მოკითხული" ოჯახის წევრები არ ეცოდებათ?!
22 ივნისი, 2015. 20:49

 

 

სულ რომ არ გახსოვდეს და არ გინდოდეს, ნაციონალები მაინც გაიძულებენ, დღეში სამჯერ უგზავნო „მოკითხვა"...


ხან ნიჩბებით ხელში პოზირობენ დანგრეული ზოოპარკის ტერიტორიაზე, ხანაც (ეს უფრო მეტი ინტენსივობით ხდება) ტელეეკრანიდან ანთხევენ გესლს და იშვიათად - „ბრძნულ აზრებსაც".


ბიჭო და... ან არ იღლებიან ამდენი უტიფრობა-ცინიზმით, ან მართლა, წარამარა, ხალხისგან „მოკითხული" ოჯახის წევრები არ ეცოდებათ?!


ჰოდა, რამდენჯერაც თავს შეგვახსენებენ, იმდენჯერ შევახსენებთ - მათთვის „დავიწყებულს".


2012 წელს, კრწანისში, წყალდიდობას რომ მსხვერპლი და ზარალი მოყვა, მაშინ, ნიჩბით ხელში სურათის გადაღებას ვიღა დაეძებს, თვითონ მათი მოძებნა „რუსთავი 2-საც გაუჭირდა. მაშინ, თუ მეხსიერება არ გვღალატობს, პრეზიდენტი სააკაშვილი იტალიაში „შოპინგობდა".


ის ღამე - როგორც სამართლიანად გაიხსენა ამასწინათ მანჩო გიორგობიანმა - გაუბედურებულმა ოჯახებმა ნახევრადდანგრეულ სახლებში გაათიეს. გამგებლის მოადგილის, ბესიკ გაზდელიანის მაშინდელი საქციელიც ხომ არავის შევახსნოთ - პრეტენზიის გამომთქმელ მოსახლეობას ცემა-ტყეპით რომ უმასპინძლდებოდა?!


მოდი, ისიც შევახსენოთ, როგორ გადაკეტეს მაშინ გზები, მომხდარის მისაჩქმალავად, თორემ ახლა, ამ დღეებში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ხალხის საშველად ქუჩაში გამოსული ათი ათასი გოგო და ბიჭი შარშანწინ არ დაბადებულა!


13-14 ივნისის უბედურებით „შეძრული" სააკაშვილი უკრაინაში, ეკლესიებში, პარაკლისებსა და პანაშვიდებს „უკვეთავს" და დაზარალებულებს ოდესაში ეპატიჟება „დასასვენებლად" (!!!)


გადახდილი პანაშვიდი და ხატის წინ დგომა კი არა, მიშას და მის „კამანდას", საკუთარ სახლში მარტო დარჩენილებს, ერთი პირჯვარი თუ გადაუწერიათ, სინანულის ნიშნად, იმის გამო - რაც 2007-2008 წლებში თბილისში მოწყობილ სასაკლაოზე დაათიეს?! იმის გამო, ორი უდანაშაულო ადამიანის ცხედარი ცინიკურად რომ დააგდეს მაღაზიის თავზე და მერე ამ მაღაზიის პატრონს ციხე რომ ახეხინეს 3 წელიწადი?! იმ ას სამოცდაათი - ქუჩაში დახვრეტილი ადამიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა და იური ვაზაგაშვილების, სანდრო გირგვლიანის ოჯახის ფიზიკურად ამოწყვეტის გამო?!


ქართველი საზოგადოება თუ ამ ყველაფერს „ეგუება", მხოლოდ იმიტომ, რომ მათნაირი არ არის, თორემ ანგარისწორება ყველაზე იოლი საქმეა!


ამათ მართლა ჰგონიათ, რომ ვინმემ რამე აპატია?


რამდენჯერაც შეგვახსენებენ თავს ცინიზმითა და უტიფრობით გაჯერებული საქციელით, იმდენჯერ შევახსენებთ - მათსავე ნამოქმედარს.


...მაგრამ ამას მარტო ამიტომ არ ვწერ!


საკუთარი თავის გარდა, ყველა სხვაზე გაბოროტებული ნაციონალები ვერ გრძნობენ, რომ ის, ზღვრამდე დაჭიმული ძაფი, რომელაც ხალხის მოთმინება ჰქვია, ყოველ წუთას შეიძლება გაწყდეს!


მართლა სულელი უნდა იყო, რომ არ იფიქრო, რა შეიძლება ამ ძაფის გაწყვეტას მოჰყვეს.








 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016