ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას UEFA-მ ბილეთების გაყიდვის შესახებ, ფეხბურთის ფედერაციას უარი განუცხადა.
ამის შესახებ სიჭინავამ გადაცემა "2030"-ში განაცხადა.
"საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, მატჩამდე ცალკე შევუკვეთეთ დინამო არენას პროგრამა, რაშიც საკმაოდ სოლიდური თანხა გადავიხადეთ. პროგრამა დავტესტეთ თამაშის წინ და მივმართეთ UEFA-ს, რომ მოეცა ფედერაციისთვის ბილეთების გაყიდვის საშუალება. თუმცა, UEFA-ს ბილეთების დეპარტამენტმა მოგვწერა, რომ ჩვენ შევისწავლეთ თქვენი შიდა ბაზარი და გავიგეთ, რომ არსებობს ასეთი საიტი biletebi.ge, მას აქვს ბილეთების გაყიდვის გამოცდილება, რაც ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. ფედერაცია გამოირიცხა და ეს კონტრაქტი პირდაპირ biletebi.ge-სთან გადავიდა. UEFA არც ერთ ქვეყანაში კონტრაქტს არ აფორმებს, ამისთვის მას სხვადასხვა ქვეყნებში ასოციაციები ჰყავს. ჩვენ მოგვაწოდეს კონტრაქტი, სადაც იყო ჩადებული მათი პირობები. ფედერაცია არის გამტარებელი, რომელიც ურიცხავს ფულს biletebi.ge-ს და ვებ-გვერდი ასრულებს შეკვეთას. ჩვენ ის ვალდებულება შევასრულეთ, რომელსაც UEFA გვაკისრებს", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
ფედერაციის პრეზიდენტმა იმ გეგმა "ბე"-ზეც ისაუბრა, რომელიც biletebi.ge-ზე ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში ამოქმედდება.
"ჩვენ გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა ჯგუფთან, ბევრი ქართული კომპანიის მხრიდან იყო შემოთავაზება. იმედია, ამ 48 საათს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ იმ შემთხვევაში, თუ biletebi.ge ვერ გამოასწორებს ხარვეზს, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გულშემატკივრებმა ბილეთები მიიღონ", - აცხადებს ზვიად სიჭინავა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)