reportiori.ge - კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:29
პოლიტიკა
კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე
ავტორი:
23 ივლისი, 2013. 16:42

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საპარლამენტო მდივანმა, თათული თოდუამ  იკამათეს. დავა მათ შორის მაშინ დაიწყო, როცა თოდუამ ხმალაძეს სხდომის მიმდინარეობის შეჩერება და შესვენების გამოცხადება სთხოვა, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა. კერძოდ, მოწმეებთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექში" დაგეგმილი ცვლილების განხილვის მომენტისათვის, დარბაზში სულ სამი დეპუტატი: თავად ვახტანგ ხმალაძე და მისი ორი მოადგილე - შალვა შავგულიძე და თამაზ ავდალიანი იმყოფებოდნენ. "საია"-ს წარმომადგენელმა კომიტეტის ხელმძღვანელს სთხოვა, სხდომა და საკითხის განხილვა შეეჩერებინა მანამ, სანამ დარბაზში ქვორუმისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობა არ იქნებოდა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საპარლამენტო მდივნის ეს მოთხოვნა ხმალაძემ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ "მას დეპუტატების ძალით მიყვანის მექანიზმი არ გააჩნია", ხოლო არსებული სანქციები არაეფექტურია. ხმალაძემ ხაზგასმით განაცხადა ისიც, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი კომიტეტს აუცილებლად უნდა განეხილა და სხდომას ვერ შეაჩერებდა.

ამის შემდეგ მათ შორის კამათი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მოჰყვა, რომლის თანახმადაც, საჯარო სამსახურებში მოვალეობის შემსულებელთა ერთ კატეგორიას უფლებამოსილების ვადა 2013 წლის ბოლომდე უგრძელდება. "საია"-ს განცხადებით, პარლამენტმა ვადის გადაწევა არ უნდა დაუშვას, ხოლო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კონკურსების კანონით დადგენილ ვადებში ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

აღნიშნული საკითხის გარშემო თათული თოდუასა და ვახტანგ ხმალაძეს შორის გამართული კამათი იმით დასრულდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ მას რამდენჯერმე მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016