reportiori.ge - ალექსანდრე ახალკაცი: 4 შვილის დედა, რომელსაც სააკაშვილ -კუბლაშვილის სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 15:07
სხვადასხვა
ალექსანდრე ახალკაცი: 4 შვილის დედა, რომელსაც სააკაშვილ -კუბლაშვილის სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა...
ავტორი:
24 ივნისი, 2015. 03:12




სოციალურ ქსელში ალექსანდრე ახალკაცი თეა სირაძის შესახებ წერს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ ოთხი შვილის დედა,  საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსში სასჯელს დღემდე იხდის და მხოლოდ იმიტომ, რომ მან თავი დაიცვა...


ახალკაცი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს თხოვნით მიმართავს, აღნიშნული საქმე შეისწავლოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს.

 

 

„ჩვენს ქვეყანაში თავი თვითონ თუ არ დაიცავი, აღმოჩნდა, რომ სრულიად დაუცველი და უპატრონო ხარ. ამ დღეებში დატრიალებულმა ტრაგედიამ ეს ნათლად დაგვიდასტურა. ჰოდა, ქალმა თავი დაიცვა, გადაირჩინა და ამის გამო ასეთი სასტიკი განაჩენი რამდენად მიზანშეწონილია, საინტერესოა?! აბა, ვის იმედად უნდა ყოფილიყო, ნეტა? რაც დროულად გადაიხედება თეას საქმე, მით უკეთესი ქვეყნისთვისაც და უდედოდ მყოფი მისი 4 შვილისთვისაც. ყურად იღონ მათ, ვისაც ეს ეხება!!! პასუხი იმათ მოსთხოვეთ, ვისი უპასუხისმგებლობითაც ამხელა უბედურება დაატყდა დედაქალაქს და მის მცხოვრებთ, უკანონო მშენებლობების ნებართვების გამცემთ, მდინარის ხეობაში ხალხის დასახლების მომხრეთ და .. სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

 

...ქალბატონი თეა სირაძე სასჯელს იხდის 5 ინდოელი სტუდენტის გალახვისთვის, რომლებმაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თეა 4 შვილის დედაა, ყოფილი კიკბოქსიორი, საქართველოს ჩემპიონი. იგი დააკავეს 2009 წელს და 2010 წელს სააკაშვილი-კუბლაშვილის მარიონეტულმა სასამართლომ მას მიუსაჯა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა. შემდეგ ამინისტიამ მოაკლო 15 წელი და დაუტოვა 13 წელი. დღესდღეობით ქალბატონ თეას დარჩენილი აქვს 7 წელი. ქალბატონი თეა და მისი უფლებებისთვის მებრძოლნი მოითხოვენ თეას საქმის გადახედვას და უშუალოდ გიორგი მარგველაშვილს სთხოვენ ამას".- აღნიშნულია განცხადებაში.




http://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/3852-rodis-gaathavisufleben-4-shvilis-patimar-dedas.html




(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016