ზაფხულის მოახლოებასთან ერთად თბილისში ჰაერის ტემპერატურა იწევს და შესაბამისად, თითქმის ყველა გამაგრილებელ სასმელებს ეტანება.
მართალია, სიცხესთან გამკლავების ყველას თავისი მეთოდი აქვს, თუმცა მედიკოსები და კომპეტენტური პირები საზოგადოებას რამდენიმე რჩევას აძლევენ, თუ რა სახის პროდუქტის მიღებას უნდა მოერიდონ ძლიერ სიცხეში.
„მშობლები. გე"-ს ინფორმაციით, როდესაც ტემპერატუტრა +30 და მეტია, სასურველია გარკვეული პროდუქტების მიღება შეიზღუდოს. წინაააღმდეგ შემთხვევაში ეს უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
„რეპორტიორი" საიტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გთავაზობთ:
1. ცილოვანი პროდუქტები: ხორცი, კვერცხი, ხაჭო და ა. შ. - ამ პროდუქტებში ცუდი არაფერია, უბრალოდ, მათ გადასამუშავებლად ორგანიზმს ბევრი სითხე სჭირდება. თუ სითხის გაძლიერებულ მიღებაზე არ გადახვალთ, ცილოვანი მენიუ გაუწყლოებით გემუქრებათ.
2. სატაცური: მის სარგებლობაზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ და ეს ბოსტნეულიც თანდათან ფეხს იკიდებს ჩვენში. ეს დაბალკალორიული პროდუქტი ძლიან სასარგებლოა, მაგრამ არა ცხელ დღეებში. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავებს, რომლებსაც შარდმდენი ეფექტი აქვთ. ორგანიზმმა რომ სიცხეში სითხის მარაგი არ დაკარგოს, სატაცურს ნუ მიეძალებით.
3. კოფეინის შემცველი სასმელები ჩაი, ყავა, კაკაო, კოკაკოლა, ენერგეტიკული სასმელები გაუწყლოების პროვოცირებას ახდენენ. მათი ხშირი მოხმარება სიცხეში თავის ტკივილით და პირის სიმშრალით "გაჯილდოვებთ".
4. ალკოჰოლური სასმელები და კოქტეილები. ალკოჰოლის გადამუშავებაც დიდი რაოდენობით სითხეს მოითხოვს. ასეა ჩვეულებრივი ტემპერატურის დროს. სიცხეში კი მზეზე ყოფნისას გაუწყლოება მძაფრდება და მზის დარტყმის რისკებიც მატულობს.
5. სპეციალისტები არ გირჩევენ არც ძეხვეულის, პაშტეტების და ქარხნული ტკბილეულის მირთმევას. ისინი მალფუჭებად პროდუქტებს მიეკუთვნებიან და სიცხეში მეტი რისკი ახლავთ. შესაბამისად, მოწამვლის ალბათობა იზრდება. ნაწლავური დაავადებები ხომ ზაფხულში ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)