reportiori.ge - რას უნდა მოვერიდოთ ძლიერი სიცხის დროს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 14:54
სხვადასხვა
რას უნდა მოვერიდოთ ძლიერი სიცხის დროს?
ავტორი:
24 ივნისი, 2015. 03:17





ზაფხულის მოახლოებასთან ერთად თბილისში ჰაერის ტემპერატურა იწევს და შესაბამისად, თითქმის ყველა გამაგრილებელ სასმელებს ეტანება.


მართალია, სიცხესთან გამკლავების ყველას თავისი მეთოდი აქვს, თუმცა მედიკოსები და კომპეტენტური პირები საზოგადოებას რამდენიმე რჩევას აძლევენ, თუ რა სახის პროდუქტის მიღებას უნდა მოერიდონ  ძლიერ სიცხეში. 


„მშობლები. გე"-ს ინფორმაციით, როდესაც  ტემპერატუტრა +30 და მეტია, სასურველია გარკვეული პროდუქტების მიღება შეიზღუდოს. წინაააღმდეგ შემთხვევაში ეს უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.


„რეპორტიორი" საიტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გთავაზობთ:



1. ცილოვანი პროდუქტები: ხორცი, კვერცხი, ხაჭო და ა. შ. - ამ პროდუქტებში ცუდი არაფერია, უბრალოდ, მათ გადასამუშავებლად ორგანიზმს ბევრი სითხე სჭირდება. თუ სითხის გაძლიერებულ მიღებაზე არ გადახვალთ, ცილოვანი მენიუ გაუწყლოებით გემუქრებათ.


2. სატაცური: მის სარგებლობაზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ და ეს ბოსტნეულიც თანდათან ფეხს იკიდებს ჩვენში. ეს დაბალკალორიული პროდუქტი ძლიან სასარგებლოა, მაგრამ არა ცხელ დღეებში. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავებს, რომლებსაც შარდმდენი ეფექტი აქვთ. ორგანიზმმა რომ სიცხეში სითხის მარაგი არ დაკარგოს, სატაცურს ნუ მიეძალებით.


3. კოფეინის შემცველი სასმელები ჩაი, ყავა, კაკაო, კოკაკოლა, ენერგეტიკული სასმელები გაუწყლოების პროვოცირებას ახდენენ. მათი ხშირი მოხმარება სიცხეში თავის ტკივილით და პირის სიმშრალით "გაჯილდოვებთ".


4. ალკოჰოლური სასმელები და კოქტეილები. ალკოჰოლის გადამუშავებაც დიდი რაოდენობით სითხეს მოითხოვს. ასეა ჩვეულებრივი ტემპერატურის დროს. სიცხეში კი მზეზე ყოფნისას გაუწყლოება მძაფრდება და მზის დარტყმის რისკებიც მატულობს.


5. სპეციალისტები არ გირჩევენ არც ძეხვეულის, პაშტეტების და ქარხნული ტკბილეულის მირთმევას. ისინი მალფუჭებად პროდუქტებს მიეკუთვნებიან და სიცხეში მეტი რისკი ახლავთ. შესაბამისად, მოწამვლის ალბათობა იზრდება. ნაწლავური დაავადებები ხომ ზაფხულში ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.




(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016