reportiori.ge - ზაქარია ქუცნაშვილი მთავარ პროკურორთან შეხვედრას გეგმავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 08:25
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი მთავარ პროკურორთან შეხვედრას გეგმავს
ავტორი: ანა ნოდია
24 ივნისი, 2015. 17:28


„რა  უშლის ხელს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანაშაულების სწორად შეფასებასა და მათ ექსტრადირებას?" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „რეპორტიორს" პასუხობს:  

 

 

მე მგონი, ნათელია ყველასთვის, რომ ქართული მართლმსაჯულების ინტერესები გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს ეწირება. თუმცა, ჩვენ არ უნდა დავიღალოთ მოთხოვნით. თუკი პრინციპულები და თანმიმდევრულები ვიქნებით, ადრე თუ გვიან შედეგს მივიღებთ. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება მსოფლიო ისტორიიდან, როდესაც ქვეყნები წლების განმავლობაში ითხოვდნენ კონკრეტული ეჭვმიტანილი პირის ექსტრადირებას. სააკაშვილი გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს ამოეფარა, გახდა „დასავლური ინტერესების" ვითომ მედროშე და ქართული მართლმსაჯულების წინაშე ამით დროებითი ალიბი მოიპოვა.

 

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სისხლისსამართლებრივი დევნის კომპეტენტურობას, აქ მეც მაქვს შეკითხვები. არც მე ვარ აღფრთოვანებული პროკურატურის მუშაობით. პროკურატურა არის ერთადერთი მონოპოლისტი სტრუქტურა, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების, ბრალის წაყენების და სასამართლოში მისი დამტკიცების უფლება. საზოგადოება უფრო მეტს მოელის მათგან.

 

ვგეგმავ, მთავარ პროკურორ ბადაშვილს შევხვდე და ვესაუბრო. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ სამართლიანობის იდეალებისთვის ბრძოლა ყველას მოწოდებაა. ამ ბრძოლას სურვილის გარდა, კომპეტენცია და შეუვალი პრინციპულობა სჭირდება. არავის არ ვაბრალებ, მაგრამ უხარისხო გამოძიებით საქმეები ფუჭდება, საქმეების გაფუჭებით კი სერიოზულ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილებისგარეცხვა" მოხდება. ქვეყნის მომავლის, მისი განვითარების წინაშე ამის დაშვების უფლება არა გვაქვს", - აცხადებს ქუცნაშვილი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016