იუსტიციის სამინისტროს საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლესი საბჭოს დელეგაცია ესტუმრა. სტუმრები მინისტრმა თეა წულუკიანმა მიიღო. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთის ნოტარიატის თანამშრომლობისა და სისტემის განვითარების პერსპექტივებს, გარიგებების სანოტარო წესით დამოწმების უპირატესობასა და სხვა საკითხებს შეეხო. საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლესი საბჭოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში უკვე გამართეს. მხარეებმა სანოტარო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საქართველოს დელეგაცია საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლეს საბჭოს 22 აპრილს სტუმრობდა და ქართული ნოტარიატისთვის აქტუალურ საკითხებზე საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნო. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2007 წლიდან ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრია. პალატა კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიატებთან აქტიურად თანამშრომლობს, ესწრება და მასპინძლობს ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციებს.
23 ივლისს ნოტარიუსთა პალატაში დაწყებული კონფერენცია 24 ივლისს უკვე ბათუმში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაგრძელდება. კონფერენციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერი გახსნის.