reportiori.ge - კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი -„ოქროს თვალი“ იწყება...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 08:14
კულტურა
კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი -„ოქროს თვალი“ იწყება...
ავტორი:
24 ივნისი, 2015. 23:44



 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 16-18 ოქტომბერს კინო და ტელეოპერატორების V საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს თვალი" ჩატარდება.



ფესტივალზე საკონკურსო ნამუშევრების მიღება 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის სტუმრები იქნებიან საერთაშორისო დონის ექსპერტები ჰოლივუდიდან, რომლებიც ჩაატარებენ მასტერ-კლასებს სატელევიზიო და კინოს სფეროს აქტუალურ თემებზე. ასევე, ქართველ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.



ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა, სადაც მსოფლიოს წამყვანი კომპანიები (SONY, Panasonic, Canon, Fujifilm, Ross Video ა.შ.) თავიანთ ახალ ტექნოლოგიებს წარმოადგენენ.


საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით, ხვალ სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კომპანია SONY-ის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შიმურა ნობუტაკა, ტელეკომპანია GDS-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯაბა მელქაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი ბარათაშვილი, კინორეჟისორი, საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე, ბასა ფოცხიშვილი; ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელი ზურაბ გეგენავა და ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ლევან კაცაძე.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016