მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ახალაგზრდების აქტივობას სტიქიის დღეებში დადებითად აფასებს და „ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" აღნიშნავს, რომ მისთვის მომავალი თაობის ერთობა გასაკვირი არ ყოფილა.
ნაკაშიძის განცხადებით, ხვალ, 20:00 საათზე თუმანიშვილის თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება, შემოსული თანხა კი სტიქიით დაზარალებულებს გადაეცემათ.
„ხვალ, 20:00 საათზე, თუმანიშვილის თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება, შემოსული თანხა კი სტიქიით დაზარალებულებს გადაეცემათ.
ის, რაც მოხდა ჩემთვის სიახლე ნამდვილად არ ყოფილა. ეს არი ჩემი შვილის თაობა... მე 21 წლის შვილი მაყვს და ყოველთვის ძალიან კარგი აზრის ვიყავი ამ თაობაზე. არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც თავის შემდგომ თობას რაღაცეებს უწუნებს.
სულაც არ გამკვირვებია, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა ასეთი ერთსულოვნება გამოიჩინეს და მე ვიყავი უბედნიერესი ადამიანი, რომ მათთან ერთად მომიწია მუშაობა.
ასეთი თანადგომა მხოლოდ ემოციური, ექსტრემალური სიტუაციების დროს არ უნდა იყოს. აბსოლუტურად დასაცავია ქართული ეკოლოგია. ეს გამონაბოლქვი აზიანებს ჩვენს მოსახლეობას. ვფიქრობ, რომ ჩვენს საყვარელ ახალგაზრდებთან ერთად, მშვიდ გარემოშიც ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ."- განაცხადა მსახიობმა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)