მუსიკოსი დათო ევგენიძე მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ტაობისგან ველ ტაობას ბევრი აქვს სასწვლი.
დათო ევგენიძის განცხადებით, ნიჩაბმა სიმბოლური დატვირთვა მიიღო. მან 9 აპრილი გაიხსენა და მაშინდელი თაობის ყოფა და ბრძლის მიზეზები, სტიქიის დღეებში შეკრებილი ახალგაზრდების ბრძოლის მიზეზებს შეადარა...
„მივესალმები ახალგაზრდბეს, ძალიან მიხარია, ის რასაც ისინი ქვეყნისთვის აკეთებენ. ნიჩაბმა მიიღო სიმბოლური დატვირთვა...
ჩვენი თაობა ამ ნიჩაბს 9 აპრილს შეხვდა, ოღონდ მაშინ ჩვენ გვირტყავდნენ. ჩვენ მაშინ ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, თქვენ ახლა ამ ნიჩაბით თქვენს თავისუფლებას იცავთ. ჩემი უმცროსი შვილიშვილი უკვე ცხრა წლის არის, რომელმაც ამ ნიჩბით თქვენთან ერთად უნდა აშენოს, ამ ნიჩაბმა უნდა შეიცვალოს გზავნილი.
თავშიც კი არ მომივიდოდა, რომ შეიძლებოდა რომელიმე თქვენგანი ვინმეს გაეკრიტიკებინა... სამწუხაროა და სალაპარაკოდაც არ ვთვლი, იმიტომ, რომ ეს მისი უმეცრებაა.
ერთადერთი რაც ჩენ- უფროსებს და ხელისუფლებას შეგვიძია არის ის, რომ თქვენს გვერდით დავდგეთ ჩვენი გამოცდილებით. ჩვენ ცოდნა უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ ის სივრცე, რომელშიც თქვენ ხართ, თქვენგან უნდა ვისწავლოთ. ამიტომ, ჩვენ ვეცდებით, რომ თქვენგან ვისწავლოთ და გვერდზე დაგიდგეთ."- განაცხადა ევგენიძემ.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)