reportiori.ge - უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:26
პოლიტიკა
უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
23 ივლისი, 2013. 17:09

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის, უწყებათაშორისი კომისია" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კომისიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია სამართალდამცავი ორგანოების არაადეკვატური რეაგირების გამო შეშფოთებულია - „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამს 2013 წლის 20 ივნისს ქალაქ ზუგდიდში და 21 ივლისს ქალაქ ბათუმში ოპოზიციური პარტიის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების და ამ ინციდენტებზე სამართალდამცავი ორგანოების არაადეკვატური რეაგირების გამო. მსგავსი ინციდენტები და მათზე არასათანადო რეაგირება წინააღმდეგობაშია იმ გზავნილებთან, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით გააკეთა.


მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომლის მოქმედების შედეგად აქტივისტებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ჩაეშალათ "ნაციონალური მოძრაობის" ღონისძიება, პოლიციამ ვერც პირისპირ შეურაცხყოფა, ვერც ფიზიკური შეურაცხყოფა ვერ აღკვეთა. უფრო მეტიც, სახეზე იყო პოლიციის მიმართ კონტრდემონსტრანტთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა და აშკარა დაუმორჩილებლობა. ამასთანავე, მოძალადეთა მიმართ 100-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენება არაადეკვატური სასჯელია, რაც შემდგომში ძალადობის წამახალისებელ ფაქტორადაც კი შეიძლება, იქცეს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა სახეზეა შემთხვევები, როცა მშვიდობიანი პროტესტის გამო სტუდენტებს 1000 ლარით აჯარიმებენ.


აღსანიშნავია, რომ პრობლემები 2012 წლის 1 ოქტომბრის საარჩევნო კამპანიისას, ღია შეხვედრების დროსაც არსებობდა და მაშინ სამართალდამცავები ადმინისტრაციული პატიმრობის ფორმას მიმართავდნენ. 2012 წლის რამდენიმე საარჩევნო ინციდენტის დროს (მერეთი, კარალეთი) ადგილზე მობილიზებული არ ყოფილა პოლიცია, განსხვავებით ზუგდიდის შემთხვევისგან, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ფლობდა ინფორმაციას ოპოზიციის ღონისძიების პარალელურად კონტრაქციის ორგანიზების შესახებ. საპარლამენტო არჩევნების დროს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, უწყებათშორისი კომისიის მეშვეობით, ხდებოდა სამართალდამცავთა ინფორმირება ოპოზიციური პარტიის მიერ დაგეგმილი აქციების თაობაზე, რაც ინციდენტების პრევენციის შესაძლებლობას იძლეოდა. თანამშრომლობის ამგვარი ფორმატის შედეგად, ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრებმა და მიტინგებმა ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაირა იმ შემთხვევებში, როცა პოლიცია წინასწარ ფლობდა ინფორმაციას დაგეგმილი საარჩევნო ღონისძიებების შესახებ.


პოლიტიკური მოტივით ძალადობის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, ანალოგიურ შემთხვებში სამართალდამცავმა ორგანოებმა ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ან უფრო სერიოზულ ვითარებებში, როგორიცაა ზუგდიდის შემთხვევა, სისხლის სამართლებრივ დევნას მიმართონ. მით უმეტეს, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს აქცია ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა მიერ იყო ორგანიზებული. მნიშვნელოვანია ასევე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიციამ ითანამშრომლოს საარჩევნო სუბიექტებთან როგორც ინფორმაციის გაცვლის, ასევე შესაძლო კონფრონტაციის შემთხვევაში მყისიერი და ეფექტური რეაგირების კუთხით", - ნათქვამია „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის" განცხადებაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016