reportiori.ge - როგორ გავაძლიეროთ პერსონალური ენერგოვიბრაცია და გავხდეთ იღბლიანები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 14:32
სხვადასხვა
როგორ გავაძლიეროთ პერსონალური ენერგოვიბრაცია და გავხდეთ იღბლიანები
ავტორი:
25 ივნისი, 2015. 15:02


„რეპორტიორი" გთავაზობთ dare.ge-ს სტატიას:

 

 

იღბალი სხვა არაფერია, თუ არა თქვენი ენერგოვიბრაცია.


„არ აგცდება ის, რაც გიწერია" - გსმენიათ? დაივიწყეთ! „რასაც დასთეს, იმას მოიმკი" - ეგეც ხომ გსმენიათ? ჰოდა, ეგაა!


ჯერ კიდევ აინშტაინი საუბრობდა ენერგიასა და მისი ვიბრაციის სიხშირეზე. ეს, რაც ერთი შეხედვით გაურკვევლად ჟღერს უზარმაზარ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. მაინც რა არის ენერგიის ვიბრაცია?


აი, წარმოიდგინეთ მყარი სხეულები - ქვა, ხე კლდე მათი ვიბრაცია დაბალი სიხშირისაა, სითხის ვიბრაცია უფრო მაღალია, ჰაერის ენერგიის ვიბრაცია კი ორივე მათგანზე ძლიერი.


რას ნიშნავს პიროვნული ენერგიის სიხშირე და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ცხოვრებაზე?


არიან ერთეულები - ბედის ნებიერები, რომლებსაც უმართლებთ, ყველაფერს ერთი ხელის მოსმით აგვარებენ, ცხოვრება მათ ყოველ ნაბიჯზე შანსებს სთავაზობს. უმრავლესობისათვის კი ცხოვრება სირთულე და ბრძოლაა. მაშინ, როცა ღმერთს ყველა თავისი ქმნილება ერთნაირად უყვარს, რატომ ხდება ასე?


საქმე ისაა, რომ იღბლიანი ადამიანების ენერგიის ვიბრაციის სიხშირე უიღბლო ადამიანებისაზე გაცილებით მაღალია.


რა იწვევს პიროვნული ენერგიის დაბალ ვიბრირებას? პასუხი მარტივია - თქვენ! ამის შემოქმედი მხოლოდ თქვენ ხართ. კომპლექსები, შიშები, აგრესია, სიძულვილი, ზიზღი, გაუბედაობა, შურისძიების სურვილი, მტრობა და სხვა ნეგატიური შეგრძნებები ახდენენ ადამიანის ენერგოვიბრაციის დეგრადირებას, რაც პირდაპირ აისახება მის რეალობაზე.


ჩვენი მთავარი შეცდომაა უკეთესი დღეების ლოდინი, რომ გავბედნიერდეთ, სინამდვილეში კი ეს პირიქით მუშაობს - საჭიროა მიზეზების გარეშე ვიგრძნოთ თავი ბედნიერად და სწორედ ეს შეუწყობს ხელს ჩვენს ცხოვრებაში უკეთესი დღეების დადგომას. ეს ყველაფერი სათქმელად მარტივია, შესასრულებლად ურთულესი, რადგან ნეგატიური შეგრძნებების მართვა გვიჭირს.


ეს ჩაკეტილი წრეა - ცუდი განწყობა ხომ იმიტომ გვეუფლება, რომ დღევადელი დღე სტრესული და უიღბლოა. თუმცა დღევანდელი დღე იმიტომაა ასეთი, რომ გუშინაც უამრავი უარყოფითი გრძნობით ვიყავით შეპყრობილი და ხვალინდელი დღეც იმიტომ არ გვიქადის არაფერს კარგს, რომ დღესაც ვერ დავაღწიეთ თავი ნეგატივს. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი, ბუნებრივია, უზარმაზარ შინაგან მოტივაციას და ნებისყოფას მოითხოვს.


არ არსებობს ღმერთის სასჯელი, ჩვენ თვითონ ვსჯით საკუთარ თავს ღვარძლით, შუღლით და მტრობით. ადამიანებს აქვე, დედამიწაზე შეუძლიათ ისეთი პერსონალური ჯოჯოხეთის მოწყობა, რომ ადუღებული ქვაბები იმასთან შედარებით არაფერია...


ჩვენი ცხოვრების სცენარების წერით ღმერთი არ არის დაკავებული, ის ჩვენ დიდი სიყვარულით გვქმნის. იმდენად იდეალურად, რომ არც ერთ ტავტოლოგიას არ უშვებს - ყველა ინდივიდია, ყველა განსაკუთრებული, ყველა ჩვენგანი მხოლოდ ერთი ეგზემპლარია. ის ჩვენ გვაძლევს თავისუფლებას და არჩევანის საშუალებას, ყოველ მომდევნო მომენტში რას აირჩევ - იმაზე ფიქრობდე რა გააკეთო, თუ იმაზე რა გააფუჭო და როგორ გადაუხადო სამაგიერო ვინმეს, ეს შენზეა დამოკიდებული. ღმერთმა შეგქმნა, მაგრამ დანარჩენი, რაც შენს ცხოვრებაში ხდება მხოლოდ შენი შემოქმედებაა. თვითდასჯის მექანიზმია ადამიანში ჩადებული - რა ხესაც დარგავ, იმ ნაყოფს შეჭამ.


და მაინც როგორ მოვახერხოთ ნეგატივისაგან გათავისუფლება? როგორც გითხარით ეს სულაც არ არის მარტივი, რადგან ხშირად ამ უარყოფით გრძნობებს ქვეცნობიერში აქვს ფესვები, ჩვენ კი ქვეცნობიერს ვერ ვმართავთ, ამიტომ ის გვმართავს ჩვენ. მიუხედავად ამდენი სირთულისა არის უამრავი ტექნიკა ამ ჩაკეტილი წრისაგან თავის დასაღწევად. წარმატებისა და იღბლის მოსაზიდად უნდა მოვახდინოთ ჩვენი პერსონალური ენერგიის ვიბრაციის გაზრდა. ეს კი სასწაულებს ახდენს, მას ადამიანის დაავადებისაგან განკურნებაც შეუძლია, ასევე, საუკეთესო თავდაცვაა სხვების ნეგატივისაგან, რასაც ჩვენ თვალს, ჯადოს, ფსიქოლოგიურ მანიპულირებას ვეძახით. რა არის საჭირო საკუთარი ენერგოვიბრაციის სიხშირის გასაზრდელად?


1) ჯანმრთელი ცხოვრების წესი - სწორად სუნთქვა, ფიზიკური ვარჯიში, სწორად კვება, ბევრი სითხის მიღება დღის მანძილზე. როცა სხეული მოვლილია სულიერი წინსვლისთვის უკეთესი პირობები იქმნება. საკვები ჩვენს განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს, მოდუნებულ სხეულს და მუდმივი სტრესის მდგომარეობას კი ადამიანზე დამანგრევლად შეუძლია იმოქმედოს.


2) საკუთარი თავის დადებით ტალღაზე გადაყვანის ტექნიკა-ფსიქოლოგები ამას ავტოტრენინგს ეძახიან, რაც საკუთარი თავის დადებითი მესიჯებით დაჰიპნოზების ტექნიკაა, არსებობს ოკულტური ვარჯიშები, რომლებიც ადამიანური შესაძლებლობების გახსნას უწყობს ხელს. ასევე მედიტაცია, როცა ადამიანი სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევას ცდილობს. ლოცვაც ერთ-ერთი ტექნიკაა - თქვენ ითხოვთ პატიებას ყველაფერი ცუდისათვის და სიკეთეს უსურვებთ მტერსაც კი. მაგრამ ამას მთელი სიღრმით თუ არ ითავისებთ, ისე ლოცვას არ აქვს შესაბამისი შედეგი.


3) იყავით მადლიერი ყველაფრისათვის, რაც გაქვთ, ნუ ითამაშებთ გამუდმებით მსხვერპლის როლს და წუწუნისაგან თავი შეიკავეთ.


4) პატიების უნარი. ეს მხოლოდ სიტყვიერ დონეზე არაა საკმარისი, მთავარია იგრძნოთ, რომ პატიებამ გამოათავისუფლა თქვენში ადგილი ზედმეტი ემოციური ნაგავისაგან. როცა პატიება გიჭირთ თქვენ მის სიმძიმეს საკუთარ თავში ატარებთ, რასაც მაღალი სიხშირის ვიბრაციასთან არაფერი ესაქმება.


5) გაეცით ბევრი სითბო და ნუ შეგშურდებათ. თუ ამას სისტემატიური ხასიათი ექნება, თავად იგრძნობთ სიმსუბუქეს. როცა ადამიანებისათვის მოტივატორი ხარ, წინ უბიძგებ, იმედს ნერგავ მათში და მთელი არსებით გიხარია სხვების წარმატება, თქვენი ენერგოვიბრაცია მაღალ საფეხურებს აღწევს. ...დარგეთ ეს ხე და ის უგემრიელესი ნაყოფით დაგაჯილდოვებთ.


ფაქტიურად თვითგანადგურებით არის დაკავებული ის, ვინც გარშემომყოფებს უარყოფითად აპროგრამებს და არწმუნებს იმაში, რომ მათ მაინც არაფერი გამოუვათ და ისიც, ვისაც სხვების წარმატების შურს.


6) იპოვეთ საჭირო გარემოცვა. ის, თუ ვინაა თქვენს გვერდით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ ირგვლივ ბევრ ენერგოვამპირია - მოწუწუნე, შურიანი, აგრესორი, მანიპულატორი და ა.შ. თქვენი წარმატებისათვის ეს უზარმაზარი დაბრკოლებაა, ადამიანური გავლენები ჩვენს თვითშეფასებაზე მძლავრად მოქმედებენ და ეს რწმენები ქვეცნობიერში გველექება, მოგვიანებით კი იქედან იწყებს ჩვენი ბედის დაპროგრამებას. თუ ადამიანი ხშირად გიმეორებთ, რომ რაღაც კონკრეტული მიზნის მისაღწევად საკმარისი უნარები არ გაქვთ, თქვენ ადრე თუ გვიან ამას დაიჯერებთ, ან მინიმუმ ეჭვი მაინც შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, რაც თქვენი წინსვლის შანსებს სპობს. ამიტომ გყვადეთ გვერდით დადებითი, პოზიტიური ადამიანები, ისინი დაგეხმარებიან მოიზიდოთ იღბალი თქვენს ცხოვრებაში


7) განიტვირთეთ - ბუნება და მუსიკა შეუცვლელ სამსახურს გაგიწევენ საკუთარი ენერგეტიკული რესურსების აღდგენის საქმეში. არაფერს ისე არ შეუძლია ჩვენი შთაგონება, როგორც მათ. გამოყავით დრო ბუნებასთან ურთიერთობისათვის, მას აქვს უნარი დამამშვიდებლად იმოქმედოს, მოხსნას დაძაბულობა და სტრესი. მუსიკას კი თქვენი შეგრძნებების ფორმირებაც შეუძლია.



წყარო: dare.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016