reportiori.ge - გვიან ღამით ბათუმის ცენტრში, „ჭაჭის თაუერთან“ ჯიხურებს აღება დაიწყეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:02
რეგიონები
გვიან ღამით ბათუმის ცენტრში, „ჭაჭის თაუერთან“ ჯიხურებს აღება დაიწყეს
ავტორი:
26 ივნისი, 2015. 09:50


Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ღამით ბათუმის ცენტრში, „ჭაჭის თაუერის" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების 21 ჯიხურის აღება დაიწყეს.


გოგებაშვილის ქუჩაზე სუვენირების 10-მდე ჯიხური უკვე აიღეს. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო რამდენიმე ტრაქტორი და მძიმე ტექნიკა. ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერიის სამსახურების წარმომადგენლები, თუმცა ჟურნალისტების ადგილზე მისვლისთანავე მათ ტერიტორია დატოვეს.


„ჭაჭის თაუერის" მიმდებარედ ჯიხურების მეპატრონეები იყვნენ შეკრებილები და აცხადებდნენ რომ მერიის სამსახურებს ჯიხურების აღების საშუალებას აღარ მისცემდნენ. ადგილზე იმყიფებოდნენ პატრულის თანამშრომლებიც.


ჯიხურები, სადაც ძირითადად, სამკაულებსა და სუვენირებს ყიდიან, გარემოვაჭრეებმა თვითნებურად დაამზადეს და ბათუმის ცენტრში სხვადასხვა ადგილზე განათავსეს. ბათუმის მერიამ საბაგიროს ტერიტორიასა და გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებული ჯიხურები რამდენიმე დღის წინ, „ჭაჭის თაუერის" გვერდით დადგა.


უსახური ჯიხურების დადგმას დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება მოჰყვა.



წყარო: AMBEBI.GE, ნინო ხოზრევანიძე



 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016