reportiori.ge - „არტ-გენი 2015“ ხვალ გაიხსნება - წელს მთავარი თემა ბიბლიოთეკა და წიგნია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:40
კულტურა
„არტ-გენი 2015“ ხვალ გაიხსნება - წელს მთავარი თემა ბიბლიოთეკა და წიგნია
ავტორი:
27 ივნისი, 2015. 11:00


28 ივნისს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში   ფესტივალი „არტ-გენი   2015"  რეგიონული ტურნეთი  გაიხსნება. ფესტივალი სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართება, სადაც  მოეწყობა ფოკლორული  ანსამბლების კონცერტი, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ქართული სამზარეულო და „შავფაროსნების" წარმოდგენა.


5 ივლისს კი ფესტივალი  დაბა სურამში, ბაიანთხევის ტყე-პარკში გადაინაცვლებს. სურამში ფესტივალზე ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებისა და ტრადიციული გამოფენების გარდა, „ფრანის" და ანსამბლ  „ჩვენებურების" კონცერტი გაიმართება.


წელს ფესტივალის მთავარი თემაა ბიბლიოთეკა და წიგნი. აღნიშნული თემიდან გამომდინარე  3 ივლისს ფესტივალი  „არტ-გენის"  ორგანიზატორებსა და  საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება და  ფესტივალის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით  პრესკონფერენცია მოეწყობა. 


„არტ-გენის" დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში  19-26 ივლისსს   გაიმართება.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016