UEFA-ს გადაწყვეტილების მიხედვით ქართველი გულშემატკივრებისთვის ბარსელონა-სევილიას თამაშზე დასასწრებ 24 ათას ბილეთს კვლავ Biletebi.ge გაყიდის.
გადაწყვტილება UEFA-მ მას შემდეგ მიიღო, რაც ფედერაციამ ორგანიზაციას ბილეთების გაყიდვის სტრატეგია წარუდგინა.
ფეხბურთის ფედერაციამ UEFA-ს საკუთარი ელექტრონული პროგრამით ბილეთების გაყიდვა არაერთხელ შესთავაზა, რაზეც ორგანიზაციისგან უარი მიიღო.
სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ზვიად სიჭინავა განმარტავს რომ, კომპანია Biletebi.ge არა ფედერაციამ, არამედ თავად UEFA-ს დელეგატმა შეარჩია, რომლიც თბილისში 8 თვის წინ სპეციალურად სუპერთასის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ჩამოვიდა.
კომპანია Biletebi.ge-ს დირექტორს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. მედიასთან გამოჩენა არ ისურვა არც კომპანიის 60 %-იანი წილის მფლობელმა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით მიზანდარმა.
სუპერთასის თამაშს 11 აგვისტოს თბილისში 51 ათასი გულშემატკივარი დაესწრება.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)