reportiori.ge - 35 ბრძნული ებრაული ანდაზა, რომლებიც დაგაფიქრებთ და ცხოვრებაზე აზრს შეგაცვლევინებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 14:34
სხვადასხვა
35 ბრძნული ებრაული ანდაზა, რომლებიც დაგაფიქრებთ და ცხოვრებაზე აზრს შეგაცვლევინებთ
ავტორი:
27 ივნისი, 2015. 13:48


„რეპორტიორი" გთავაზობთ reitingi.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას:


აღიარებულია, რომ ებრაელი ერი ყველაზე ბრძენია, როგორც ღმერთის რჩეული ერი. მათი ყველაზე დიდი ხიბლი მათ ბრძნულ ანდაზებსა და გამონათქვამებშია.


1. თუ ფულით პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, ეს არ წარმოადგენს პრობლემას, უბრალოდ დანახარჯია.


2. ადამი - პირველი იღბლიანი კაცი, რადგან სიდედრი არ ჰყავდა.


3. ღმერთმა ადამიანს მისცა ორი ყური და ერთი პირი იმისთვის, რომ ბევრი მოისმინოს და ნაკლები ილაპარაკოს.


4. დაე, დაგიფაროს ღმერთმა ცუდი ქალებისაგან, კარგ ქალებს კი თვითონ გაუმკლავდი.


5. მიიღო ღვინო - გამოვიდა საიდუმლო.


6. ღმერთს არ ძალუძს, ერთდროულად იყოს ყველგან - ამიტომაც შექმნა დედები.


7. ნუ გატკბილდები, თორემ შეგჭამენ. ნუ გაცხარდები, თორემ უკან ამოგიღებენ.


8. ყველას ფულის უქონლობა ადარდებს, ჭკუის ნაკლებობაზე კი არავინ ნაღვლობს.


9. გეშინოდეს შენს წინ მდგომი თხის, უკან მდგომი ცხენის და ერიდე სულელს ყველა მხრივ.


10. განათლება დიდ ადგილს არ იკავებს.


11. 3 დღის შემდეგ სტუმარსა და თევზს სუნი უდის.


12. თუ არ გსურს, ვინმემ ყელი გამოგღადროს, ნუ მოიხრი ქედს.


13. ორ ბოროტებას შორის, პესიმისტი ორივეს ირჩევს.


14. ყრუს ესმოდა, როგორ საუბრობდა მუნჯი, ბრმამ დაინახა, თუ რა სწრაფად გარბოდა კოჭლი.


15. ღმერთი ღარიბებს ძვირი ცოდვებისგან იცავს.


16. ქველმოქმედება რომ უსარგებლო იყოს - ყველა ფილანტროპი იქნებოდა.


17. როცა ასაკოვანი ქალიშვილი თხოვდება, ის მაშინვე გარდაიქმნება ახალგაზრდა ცოლად.


18. მშობლები ბავშვებს საუბარს ასწავლიან, შვილები კი მშობლებს გაჩუმებას აჩვევენ.


19. შორიდან ყველა ადამიანი კარგია.


20. ფული ვერ გხდის ისე კარგად, როგორც უფულობა გხდის ცუდად.


21. შესაძლოა, კვერცხი ქათამზე ბევრად ჭკვიანია , მაგრამ ორივე სწრაფად ფუჭდება.


22. ჯერ არ დაბადებულა ცხენი, რომლითაც ახალგაზრდობას დაეწევი.


23. მამაკაცები მეტს გააკეთებდნენ, ქალები რომ ნაკლებს ლაპარაკობდნენ.


24. ჭაღარა - სიბერის ნიშანია და არა სიბრძნის.


25. კარგად დუმილი გაცილებით რთულია, ვიდრე კარგად საუბარი.


26. ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია: წვიმა სახლში შემოდის, ცუდი ცოლი კი სახლიდან აგდებს.


27. დედამიწაზე მშვიდობა ქრება - არა იმიტომ, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი არაადამიანია.


28. ღმერთო! წამოდგომაში დამეხმარე - დაცემას თვითონაც შევძლებ.


29. თუ ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეიცვლება, დაიცადე - ის უარესობისკენ შეიცვლება.


30. როგორი ტკბილიც არ უნდა იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ მიიღებ.


31. როცა გასაკეთებელი არაფერი გაქვთ, რთულ საქმეებს შეეჭიდეთ.


32. ვისაც შვილი არ ჰყავს, კარგად შეუძლია ბავშვების აღზრდა.


33. შიშით სიკვდილს ჯობს, სიცილით მოკვდე.


34. გამოცდილება - სიტყვა, რომელსაც ადამიანები თავიანთ შეცდომებს უწოდებენ.


35. დაბერებისას ადამიანი ხედავს უარესად, მაგრამ ბევრს.





წყარო: reitingi.ge, ანა ვერძაძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016