სცადე და 2 კვირის განმავლობაში ნუ დალევ ყავასა და ჩაის. გაგიუმჯობესდება ძილი და აღარ იქნები გაღიზიანებული და რაც მთავარია, გაგიქრება დაძაბულობისგან წარმოქმნილი ნაოჭები.
სცადე და 2 კვირის მანძილზე მშიერმა დაიძინე. რამდენიმე დღეში შეამჩნევ, რომ ყოველ დილით კარგ განწყობაზე და რაც მთავარია, გამოძინებული იღვიძებ; წონაშიც მოიკელი.
სცადე და 2 კვირის განმავლობაში ნუ შეკმაზავ კერძს მარილითა და პილპილით. შეამჩნევ, რომ გაანახევრებ საკვების ულუფას. სახიდან გაგიქრება შეშუპება, გახდები.
სცადე და 2 კვირის განმავლობაში კომპიუტერი და ტელევიზორი დაძინებამდე 2 საათით ადრე გამორთე. გაიხსენებ ჰობის და შეიძლება ახალი შემოქმედებითი იდეებიც დაგებადოს.
სცადე და 2 კვირის განმავლობაში ტელეფონით და ინტერნეტით მხოლოდ საქმეზე ისაუბრე. შეამჩნევ, რომ ყველა საქმის გაკეთებას ასწრებ.
წყარო: etanews.ge