reportiori.ge - ვიქტორ ჰიუგოს 27 შთამაგონებელი ფრაზა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 14:48
სხვადასხვა
ვიქტორ ჰიუგოს 27 შთამაგონებელი ფრაზა
ავტორი:
27 ივნისი, 2015. 21:43



1. გონება მდიდრდება იმით რასაც იღებს. გული კი იმით - რასაც გასცემს.


2. ადამიანს მხოლოდ ერთი ტირანი ჰყავს - უცოდინრობა.


3. ერთხელ ვნახე ღარიბი შეყვარებული. მას ძველი ქუდი ეხურა, დახეული პალტო და დაგლეჯილი ფეხსაცმელები ეცვა, მაგრამ მის სულში ვარსკვლავები კიაფობდნენ.


4. ფორტუნა მხოლოდ ბრმა კი არ არის, არამედ ის აბრმავებს მის რჩეულებსაც.


5. ბრძოლა იწყება გამარჯვების შემდეგ.


6. ადამიანის გონებას სამი, ყველაფრის ამხსნელი, გასაღები აქვს: ცოდნა, აზრი და წარმოსახვა - ყველაფერი ამათშია.


7. სიზარმაცე დედაა, რომელსაც ჰყავს ვაჟი - ქურდობა და ქალიშვილი - შიმშილი.


8. მინდა ვიყო ხელოვანი - ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო, ეს - მოვალეობაა.


9. ადამიანთა უმრავლესობა ეძებს მეგობართა წრეს, სადაც მას მოუსმენენ და არა ისეთს, მან რომ მოუსმინოს.


10. როგორი ფილოსოფიაც აქვს ადამიანს ისეთივე ცხოვრება აქვს, სადაც დაიგებ იქვე გაიღვიძებ.


11. არსებობს მსოფლიო ჯარებზე ძლიერი რამ, ეს არის იდეა, რომლის დროც დადგა.


12. ალმასი ჭურჭელში არ დნება.


13. შეიძლება დაამსხვრიო იარაღი, მაგრამ ვერ მოსპო იდეა.


14. ყველაზე და ყველაფერზე უპირველესად იყავით ადამიანები, ნუ შეგეშინდებათ მეტად ჰუმანურობის.


15. ბრძენი კაცი კი არ ბერდება, არამედ მწიფდება.


16. თავისუფლება ხელოვნებაში, თავისუფლება საზოგადოებაში, ეს არის ორმაგი მიზანი, რისკენაც ყველა თანმიმდევრული და ლოგიკური გონება უნდა მიისწრაფვოდეს.


17. მიყვარს ყველა კაცი, ვინც კი აზროვნებს, ისინიც კი, ვინც ჩემგან განსახვავებულად აზროვნებენ.


18. შეიცვალე შენი აზრები, მაგრამ არ გადაუხვიო პრინციპებიდან; შეიცვალე შენი ცხოვრების წესი, მაგრამ ხელუხლებლად შეინარჩუნე შენი ფესვები.


19. შეცდომებიდან სიმართლისკენ სხვა ძალზე იშვიათი, მაგრამ მშვენიერი რამაა.


20. სიცილი მზეა, რომელიც ადამიანის პირიდან ამოდის.


21. ამბობენ, რომ სიყვარული გულის სიბრმავეა. მე ვიტყოდი, რომ უსიყვარულობა სიბრმავეა.


22. ჩვენ თუ ზღვაში მხოლოდ წყლის მასას ვხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ზღვას თითქმის სრულებით ვერ ვხედვთ.


23. ვინც კითხულობს, ის აზროვნებს, ხოლო ვინც აზროვნებს, იგი მსჯელობს კიდეც.


24. როდესაც მარტომყოფი ადამიანი ხმამაღლა ლაპარაკობს, იგივეა, ვითომ ღმერთთან საუბრობს, ღმერთთან, რომელიც ჩვენში არსებობს.


25. იმგვარ მტერთან, რომელიც თვითონვე ამჟღავნებს თავის განზრახვებს, ყოვეკთვის შეგიძლია გამონახო ბრძოლის საშუალება.


26. არ არსებობს ისეთი უკიდურესი მდგომარეობა, როდესაც ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი გულის სიღრმეში იმედის სხივი არ შეიჭრას.


27. მზის ყოველდღე გამოჩენა - სამყაროს ჩვეულებაა. სამყარო სეყვარებული ქალია; მისი სიყვარულის საგანი მზეა.





(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   b2p.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016