reportiori.ge - რჩევები ტვინის მუშაობის სტიმულაციისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 14:59
სხვადასხვა
რჩევები ტვინის მუშაობის სტიმულაციისთვის
ავტორი:
27 ივნისი, 2015. 22:58


1. ახალი გარემოცვა

შეიარეთ იქ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ ან იშვიათად დადიხართ. ეს შეიძლება იყოს ახალი დიდი პარკი ან საიუველირო მაღაზია მეზობელ რაიონში.


2. ახალი სურნელი

იყიდეთ ეთერზეთები და ნებისმიერი არომატიზატორი საგნები. ყოველ დილით, როგორც კი გაიღვიძებთ შეისუნთქეთ ახალი სურნელი - ეს დაგეხმარებათ „გააღვიძოთ" ტვინი.


3. დახუჭული თვალები

საღამოს არ ჩართოთ სახლში შუქი - ოთახებში იარეთ მეხსიერების დახმარებით. ეს სავარჯიშო აგიმაღლებთ ყურადღებასა და კონცენტრაციას.

 

4. მუშა ხელის შეცვლა

კბილები გაიხეხეთ არააქტიური ხელით. მაგალითად, თუ თქვენ მემარჯვენე ხართ, კბილები მარცხენა ხელით გაიხეხეთ ან პირიქით.


5. ახალი გარდერობი

ატარეთ სხვადასხვა სამოსი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანს სამოსიდან გამომდინარე ეცვლება არამარტო გრძნობები, არამედ აზრებიც.


6. ბრაილის შრიფტი (უსინათლოთათვის განკუთვნილი წერა-კითხვის სისტემა) და ჟესტების ენა

ბრაილის შრიფტისა და ჟესტების ენის სწავლა რთულია, მაგრამ ასეთი ფორმით წერა ძალიან ავითარებს გონებას. ჟესტების ენაში საკმარისია სტანდარტული ფრაზების სწავლა: მისალმება, მარტივი შეკითხვები, პასუხები.


7. ახალი გზა

იარეთ სამსახურში, მაღაზიაში ან სხვა ჩვეულ ადგილას, ახალი, უცნობი გზით. მაშინაც კი, თუ გზა უფრო გრძელი იქნება საშიში არაფერია. ეს არამარტო თქვენი ტვინის კარგად მუშაობაზე აისახება, არამედ ხელს შეგიწყობთ კარგ ფორმაში იყოთ.


8. თვითდაჯერებულობა

იყავით საკუთარ თავში მეტად დარწმუნებული. მაშინაც კი, როცა ისეთ სამსახურს გთავაზობენ, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით, დათანხმდით. ტვინი სწრაფად აქტიურდება მაშინ, როცა თქვენ არ იცით რა უნდა გააკეთოთ.


9. არასტანდარტული პასუხები

სტანდარტულ შეკითხვებს არასტანდარტულად უპასუხეთ. შეკითხვაზე „როგორ არის საქმე?" შეიძლება სხვადასხვაგვარი ფრაზებით უპასუხოთ - უარი თქვით სტერეოტიპებზე.


10. მონეტები

ისწავლეთ სხვადასხვა ხარისხის მონეტების თითების შეხებით გარჩევა. სავარჯიშოს გაკეთება სასარგებლოა, როცა ვინმეს ან რამეს ელოდებით, დრო სწრაფად მიდის და მოლოდინიც ისეთი მტანჯველი აღარ არის.

 

11. ახალი ჟურნალები

აირჩიეთ ის ჟურნალ-გაზეთები, რომლებსაც ჩვეულებრივ ყურადღებას არ აქცევთ. მაგალითად, თუ თქვენ გატაცებული ხართ მოდით, იყიდეთ ჟურნალი ეკონომიკაზე. აუცილებელი არ არის რაიმე ახალი გატაცება გაგიჩნდეთ, საკმარისია დროდადრო კითხვადი თემა შეცვალოთ.


12. ტელევიზორი უხმოდ

გამოურთეთ ხმა ტელევიზორს და გამოსახულებაზე ყურებისას შეეცადეთ აღიქვათ დიალოგი ან მონოლოგი. თუ ამ სავარჯიშოს მეგობრებთან ერთად შეასრულებთ, საკმაოდ საინტერესო და კომიკური გამოვა.


13. მრავალფეროვანი დასვენება

თუ თქვენ დასვენების დღეებს ჩვეულებრივ ქალაქში ატარებთ, აუცილებლად გადით ბუნებაში. არ გიყვართ მუსიკის მოსმენა? წადით მუსიკალურ კონცერტზე - ახალი შეგრძნებების დიდი რაოდენობას მიიღებთ. თუ ძალიან არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ დატოვოთ ადგილი და წამოხვიდეთ.


14. ახალი ტემპი

ამ სავარჯიშოს შესრულება შეგიძლიათ დასვენების დღეებში. თუ თქვენ ყველაფერს ნელა აკეთებთ, შეეცადეთ ტემპი ორჯერ გაზარდოთ. თუ თქვენ ერთი წუთითაც არ შეგიძლიათ ერთ ადგილზე გაჩერება, მაშინ თავს ძალა დაატანეთ ყველაფერი აუჩქარებლად აკეთოთ. ამ ყველაფერს დიდი კონცენტრაცია სჭირდება.



წყარო:   b2p.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016