მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი ერთობლივ პროექტს წარმოგიდგენთ.
30 ივნისს, 20:00 საათზე, საქველმოქმედო სპექტაკლი- „ჯერ დაიხოცნენ, მერეიქორწინეს" გაიმართება.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს.
ვოდევილი გამოირჩევა არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლით, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია გოგა პიპინაშვილისა და ნინელი ჭანკვეტაძის მიერ შექმნილი ოსეფასა და ელისაბედის დაუვიწყარი სახეები.
გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება13 ივნისის სტიქიისშედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე. ფართო საზოგადოებას და განსაკუთრებით თეატრის ერთგულ მაყურებელს მოგიწოდებთ გავერთიანდეთ დაზარალებულთა დასახმარებლად.შეიძინეთ ბილეთები სპექტაკლზე და ამ ფორმითაც გამოხატეთ სოლიდარობა და თანადგომა დაზარალებულების მიმართ.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ რუსთაველის თეატრის სალაროში, ასევე ონლაინ რეჟიმში: სპექტაკლის დასაწყისი 20:00 საათზე.
რაფიელ ერისთავი
"ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" ვოდევილი ორ მოქმედებად.
რეჟისორი-გოგი მარგველაშვილი.
კომპოზიტორი - ნინო ჯანჯღავა.
მხატვარი - ნინო ჩიტაიშვილი
მონაწილეობენ:
გია აბესალაშვილი, ეკა ანდრონიკაშვილი, ქეთი ასათიანი , ზურაბ გეწაძე, ირინაგიუნაშვილი, ვანო თარხნიშვილი, გუგა კახიანი, ნანუკა ლითანიშვილი, გოგაპიპინაშვილი, გიორგი ყიფშიძე, ნინო ჩხეიძე, ნინელი ჭანკვეტაძე.
პრემიერა შედგა 1995 წლის 10 ივლისს.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)