კულტურა
ბიჭი ივანიშვილი: წინასწარ უტირია თბილისს, ამიტომ წამოსულა წვიმა...
28 ივნისი, 2015. 21:35
იმიტომ წამოვიდა წვიმა,
წინასწარ უტირია თბილისს,
სუნთქვა გაატანა წყვილმა,
სისხლით გალუმპულ ივნისს.
მორევში აიზილა გრძნობა,
გრძნობა, არ გაშვება ხელის,
სახლების თავდაყირა წყობა,
დაუდევრად საქციელი ბედის.
ქალაქს გაუჩერდა გული,
წამით შეიკავა სუნთქვა,
„მაგალითად, ჩვენი სიყვარული"
იმ წყვდიადში, ბიჭმა გოგოს უთხრა.
სწორედ აქ გაიხა ცა და
გაიფანტა ოცნებები ბიჭის
მან სამყაროს გადარჩენა სცადა
სამყარო კი ერთ მდინარედ მიდის.
ძირი ჩამოენგრა ქალაქს,
ერთადერთი რაც სუფთაა - წვეთი,
ტანჯვით გაჯერებულ ტალახს,
მჯერა მას მოსწმინდავს ღმერთი.
ვეღარ გაარჩევდი თვალით,
ცაში, ანგელოზს და გოგოს,
აღარც დაუტოვა კვალი,
თვალებს მოეფარა როგორც.
სისხლით გალუმპულ ივნისს,
სუნთქვა გაატანა წყვილმა,
წინასწარ უტირია თბილისს,
ამიტომ წამოსულა წვიმა...
(ბიჭი ივანიშვილი)
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50