27 ივნისს „ქართულმა მისიამ" და „პენსიონერთა, ინვალიდთა და ხანდაზმულთა კავშირმა" ჩაატარესა კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია სოფელ დიცში.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ სოფელ დიცის და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 150 პენსიონერსა და ხანდაზმულს. აქციის მონაწილეებს ასევე უფასოდ გადაეცათ სხვადასხვა სახის მედიკამენტები.
„ქართული მისიის" წევრებმა ასევე გამართეს შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მოისმინეს ინფორმაცია მცხოვრებთას პრობლემების შესახებ. საქველმოქმედო აქციის ჩატარებაში გაწეული დახმარებისათვის „ქართული მისია" და „პენსიონერთა, ინვალიდთა და ხანდაზმულთა კავშირი" მადლობას უხდიან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელს დიცის ადმინისტრაციულ ერთეულში ბ-ნ მურმან ბადაშვილს და დიცის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტს ქ-ნ ეკატერინე საურს.
„ქართული მისიის" გამგეობის განცხადებით, „ქართულმა მისია" და „პენსიონერთა, ინვალიდთა და ხანდაზმულთა კავშირი" კვლავ გააგრძელებენ საქველმოქმედო საქმიანობას და დაეხმარებიან საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პენსიონერებსა და ხანდაზმულებს.