"რეპორტიორი" გთავაზობთ aww.ge-ს მიერ მომზადებულ სტატიას:
იმისთვის, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში დასვენება კოღოებმა არ ჩაგიმწარონ გირჩევთ ეფექტურ ხერხებს, რომლებიც მათგან საბოლოოდ გაგათავისუფლებენ.
არომატული ზეთი - დაასველეთ ბამბა არომატულ ზეთში (ვალერიანის, ლავანდის, პიტნის) და დადეთ ფანჯრის რაფაზე.
ოთახის ყვავილები - მათ საკმაოდ მძაფრი სუნი აქვთ, რასაც კოღოებს აღიზიანებთ და თუ ყვავილები ფანჯრის რაფასთან გექნებათ, მაშინ კოღო სახლში აღარ შემოვა.
ლიმონი მიხაკით - თუ ლიმონს მიხაკებს გაუკეთებთ და ლოგინთან დადებთ შეგიძლიათ გაღებულ ფანჯარასთან დაიძინოთ.
გირჩები - დამწვარი გირჩის სუნზე კოღო არასდროს მოვა.
ლიმონის წვენი - ნაკბენის შემთხვევაში ლიმონის წვენი წაისვით, მისი საშუალებით ნაკბენი დაცხრება.
კოვზი - კოვზი ცხელ წყალში გააცხელეთ და ნაკბენზე რამდენიმე წუთით დაიდეთ, ეს სიწითლეს და ფხანის შეგრძნებას მოგიხსნით.
წყარო: aww.ge