reportiori.ge - „ქართული მისიის“ გამგეობის წევრებმა სოფელ წეროვანში, დევნილთა დასახლებაში არსებულ პრობლემებზე განცხადება გააკეთეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:07
რეგიონები
„ქართული მისიის“ გამგეობის წევრებმა სოფელ წეროვანში, დევნილთა დასახლებაში არსებულ პრობლემებზე განცხადება გააკეთეს
ავტორი:
29 ივნისი, 2015. 18:18


„ქართული მისიის" გამგეობის წევრებმა გიორგი ზარნაძემ, არჩილ შველიძემ და დავით ონიანმა სოფელ წეროვანში, დევნილთა დასახლებაში არსებულ პრობლემებზე სპეციალური განცხადება გააკეთეს.


როგორც გამგეობის წევრებმა აღნიშნეს, მიმდინარე წლის მაისის თვის დასაწყისში, „ქართული მისიის" წევრების ხალხთან გასაუბრებისას, ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოკვეთა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემა, რომელიც მათ უკვე თვეებია აწუხებთ. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ წეროვნის დასახლებაში 20 ქუჩას ანუ 300-მდე ოჯახს არ მიეწოდებოდა გარე განათების ბოძებზე ელექტროენერგია.


„ქართულმა მისიამ" მიმართა მცხეთის გამგეობას, რათა ერთად მოეგვარებინათ არსებული პრობლემა. 21 მაისს „ქართული მისიის" წევრები ჩავიდნენ წეროვანში, ჩაიყვანეს ტექნიკა და სპეციალისტები, რის შედეგადაც 21-22 მაისს დასახლებაში 7 ქუჩაზე აღდგა გარე განათების ბოძებზე ელექტროენერგიის მიწოდება.

 

„ზ/ა სამუშაოების ჩატარების შემდგომ „ქართულმა მისიამ" სცადა საკუთარი სახსრებით გაეგრძელებინა დასახლების სხვა ქუჩების განათების პრობლემის მოგვარებაც, მაგრამ ჩვენს ორგანიზაციას შეხვდა გარკვეული ტიპის წინააღმდეგობა წეროვანში არსებული ახალგორის გამგეობისაგან. „ქართული მისიის" წევრები შეხვდნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მიიღეს მისგან პირობა, რომ გამგეობა თავად მოაგვარებდა ზ/ა პრობლემას უახლოეს დღეებში. მიუხედავად ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, გამგეობამ არ შეასრულა დანაპირები და დევნილთა დასახლებაში კვლავ მოუწესრიგებელია ბოლომდე გარე განათების პრობლემა. ამჟამად ზ/ა საკითხთან დაკავშირებით 10 დღის წინ შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა მცხეთის რაიონის გამგეობამ, რის შემდეგაც განათდა დამატებით 115 გარე განათების ბოძი. „ქართული მისია" მადლობას უხდის მცხეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს ბ-ნ გივი იორდანიშვილს და მცხეთის რაიონის „ქართული ოცნების" სათათბიროს წევრს ბ-ნ ვასილ თოთლოვს გაწეული სამუშაოსათვის. გუშინ 28 ივნისს, „ქართულმა მისიამ" კვლავ გამართა შეხვედრა დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ პირებთან და დაადგინა, რომ პრობლემის სრულად მოგვარებას კიდევ ესაჭიროება დამატებით 150 გარე განათების ბოძის განათება. მოსახლეობამ „ქართულ მისიას" განუცხადა, რომ აწყდება სხვადასხვა სახის ბიუროკრატიულ პრობლემებს გამგეობაში და სამწუხაროდ მათი პრობლემები კვლავ რჩება მოუგვარებელი. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, დასახლებაში ასევე არის ნაგვის ბუნკერების დეფიციტი, რაც დიდ სირთულეებს უქმნის მცხოვრებლებს. „ქართული მისიის" წევრებმა მოსახლეობასთან ერთად შეამოწმეს აღნიშნული პრობლემა და დაადგინეს, რომ დასახლებას ესაჭიროება დამატებით 80 ცალი სანაგვე ბუნკერი. ასევე აღსაწერი და ჩასანაცვლებელია უკვე არსებული დაზიანებული ბუნკერებიც. „ქართული მისია" მიმართავს ახალგორის, მცხეთის, ქურთის გამგეობებს და მოუწოდებს, სასწრაფოდ მოაგვარონ ზ/ა პრობლემა", - ნათქვამია „ქართული მისიის" განცხადებაში. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016