გთავაზობთ მსოფლიოს 5 ყველაზე საშიშ გზას...
1. გზა ატლანტის ოკეანეზე
8,3 კმ სიგრძის გზა რამდენიმე კუნძულს რვა ხიდით აკავშირებს. განსაკუთრებით საშიშია ძლიერი ღელვის დროს, როცა ოკეანის ტალღები ხიდს ეხეთქებიან.
2. გზა სამხრეთ იუნგასში
ბოლივიის მთებში არსებულ 43 მილის გზაზე ყოველწლიურად ასეულობით ადამიანი იღუპება, თუმცა ამ გზით მაინც სარგებლობენ, ვინაიდან ერთადერთი დამაკავშირებელია მთებში გაფანტულ დასახლებებს შორის.
3. 600 მეტრის საშიში გადასასვლელი მდინარე ვიტიმზე
აღმოსავლეთ ციმბირში, მდინარე ვიტიმზე (მდ. ლენას შენაკადი) მდებარე ეს ხიდი ცნობილი ბამ-ის ნაწილია. განსაკუთრებით სახიფათოა ზამთარის ქარბუქის დროს.
4. ვიწრო გზა ინდოეთის მთებში
ამ გზაზე მგზავრობისას ალბათ ყველა შიშით კანკალებს, მითუმეტეს თუ წვიმების სეზონია და გზაზე ტალახიანი წყლის ნიაღვარი მოედინება.
5. ჰიმალაის გზა
ჰიმალაის მთებში ამ გზაზე მოგზაურობისას მძღოლს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, ზამთარში მთელი მარშრუტი თოვლითა და ყინულით არის დაფარული, თანაც გზაზე ბევრი ქვა-ღორღია.
სპეციალურად საიტისთვის
თარგმნა ანა ნოდიამ