reportiori.ge - ზვიად სიჭინავა: რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციაა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:46
სპორტი
ზვიად სიჭინავა: რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციაა...
ავტორი:
30 ივნისი, 2015. 23:13



ფეხბურთის ფედერაციის პრეზდენტმა ზვიად სიჭინავამ სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა და განაცხადა, რომ UEFA-მ იმ დელეგატის გადაწყვეტილებაში უნდა გაარკვიოს, ვინც არჩევანი რიგ კომპანიებზე შეაჩერა.

 

 

„რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ ყველაფერში დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციაა. არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც ესმის სიტუაცია, არის მეორე კატეგორიაც, რომელსაც უბრალოდ არ უნდა გაიგოს. მინდა UEFA- გამარკვიოს იმ დელეგატის გადაწყვეტილება, რადგან ვიცი, რასაც ვამბობ ახლა, ჩვენი მხრიდან ფედერაცია სამ სატრანსპორტო კომპანიასთან მუშაობს. არცერთი არ იყო არჩეული. იყო ახალი კომპანია, რომელთანაც ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს. რატომ იყო შერჩეული, ეს ალბათ დელეგატმა იცის და იმ ხალხმა, რომელიც ამაშია ჩართული.

 

მე ეჭვი არაფერში მეპარებოდა, მაგრამ რამდენად მზად არის ის კომპანია, რომ ავტობუსების რაოდენობა და ხარისხი უზრუნველყოს, სხვა საკითხია. ვინ იქნებიან ის მძღოლები, რომლებიც "ნისანის" 70-მდე ავტობუსზე იმუშავებენ, როგორი იქნება კვება, ყველაფერი მაინტერესებს. დღეს ყველაფერი მაინტერესებს, რადგან მეგონა, რომ UEFA თვითონ აგვარებდა ამას, დელეგატმა ამოირჩია საუკეთესოები, მაგრამ საწუხაროდ ეს ასე არაა. შეიძლება ბილეთების გაყიდვა ამ კომპანიას სხვადასხვა დაწესებულებაში - კონცერტებზე, სპეკტაკლებზე კარგად გამოსდის, მაგრამ ეს ცოტა სხვა მასშტაბია და სხვა ინტერესი.

 

კინოთეატრში ერთი კვირის განმავლოაბში შესაძლოა 5 ათასამდე ბილეთი გაყიდო და აქ არის აჟიოტაჟი, სადაც არის ხალხი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარია, ვიღაც სევილიას სანახავად მოდის, ვიღაც მესის. ვერ გათვალეს, რომ ასეთი ინტერესი იქნებოდა", - განაცხადა სიჭინავამ თოქ-შოუ "არჩევანში" ჩართვისას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016