reportiori.ge - კახეთში საშიშ მავნებელს ებრძვიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:17
რეგიონები
კახეთში საშიშ მავნებელს ებრძვიან
01 ივლისი, 2015. 12:54


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კახეთის რეგიონში განსაკუთრებით საშიში მავნებლის - ე.წ იტალიური კალიის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებებს ახორციელებენ. 



წამლობის სამუშაოების  მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და  კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.



კალიის წინააღმდეგ წამლობას სპეციალისტები როგორც სამანქანო დანადგარებით, ასევე ავიაციის მეშვეობით ახორციელებენ.  ამ დროისთვის  დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ახმეტის, გურჯაანის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში 14 500 ჰექტარია წამლით დამუშავებული (მათ შორის 1500 ჰექტარი ავიაციის გამოყენებით).    გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე მავნებლის აქტივობა პიკს აღწევს,   ღონისძიებები მაქსიმალური  ინტენსიობით მიმდინარეობს.  იტალიური კალიის წინააღმდეგ  ქიმიური წამლობა კახეთში  26 მაისიდან დაიწყო.



წამლობის ღონისძიებები 2015 წლის მიზნობრივი პროგრმის ფარგლებში მიმდინარეობს. სააგენტო საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნებლების წინააღმდეგ წამლობას ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებით ყოველწლიურად ახორციელებს. გასულ წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016