მე საქართველოდან ვარ, მაქვს ესპანური მოქალაქეობა და ამ ტურნირზე გამოვდივარ ესპანეთის სახელით. ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავედი. World Cup ზე მოვიპოვე ბრინჯაოს მედალი.
წელსაც მაქვს გარკვეული მიზნები დასახული. იმედია, რომ შევძლებ ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გავხდე და მოვიპოვო მედლები ბაქოს ოლიმპიურ თამაშებზე.
ბაქოს ოლიმპიადაზე მონაწილეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან 19 წლის ასაკში ოლიმპიურ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება მძიმე წონის კატეგორიაში დიდ იმედებს და მოტივაციას მაძლევს. შორეულ გეგმებს რაც შეეხება მინდა რიოში გამგზავრება. ამჯერად ჩემი მეტოქეა ესპანელი მოჭიდავე, ორივე აქტიურად ვვარჯიშობთ, ერთმანეთს ვეპაექრებით და ვნახოთ ვინ წავა ჩვენს შორის. დავით რუისი 16-ში ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება და ვინც ჩვენს შორის უფრო მეტ წარმატებას მოიპოვებს, და ვინც დაიმსახურებს, ის გაემგზავრება. ასე რომ წინ არის რიო, შემდეგ ტოკიო, სადაც მართალი გითხრათ 24 წლის ასაკში უკეთესი იქნებოდა მონაწილეობის მიღება...