reportiori.ge - აუნაზღაურდებათ თუ არა დაუზღვეველ ავტომფლობელებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 08:28
საზოგადოება
აუნაზღაურდებათ თუ არა დაუზღვეველ ავტომფლობელებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი?
ავტორი: ანა ნოდია
02 ივლისი, 2015. 12:16


13 ივნისის სტიქიამ 203 ავტომობილი გაანადგურა. აქედან 60 ავტომობილი დაუზღვეველი გახლდათ. სახელმწიფო ამ დრომდე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქონების ზარალს ითვლის. თუმცა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სწორედ ავტომფლობელების ზარალია, რომლებიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და ავტომობილები დაკარგეს. დღემდე განსჯის საგანია, აუნაზღაურდებათ თუ არა დაუზღვეველი ავტომობილების მეპატრონეებს ზარალი. „რეპორტიორი" კიდევ ერთხელ შეეცადა აღნიშნული საკითხის გარკვევას. კრიზისების მართვის საბჭოში განაცხადეს, რომ ზარალს ქალაქის მერია და ფინანსთა სამინისტრო ითვლიან.


როგორც მერიის პრეს-სამსახურმა „რეპორტიორს" განუცხადა, ამ ეტაპზე ავტომობილების ზარალის დათვლა არ მიმდინარეობს, რადგან დღის წესრიგში საცხოვრებელი სახლების პრობლემა დგას.

 

„ჯერჯერობით ამ მხრივ არ არის სიახლე. პირველ ეტაპზე ხდება იმ დაზარალებულების განსახლების პროცესი, ვინც საცხოვრებელი სახლები დაკარგეს. ჯერჯერობით ავტომობილებზე საუბარი საერთოდ არ არის", - განაცხადეს მერიის პრეს-სამსახურში.


შეკითხვაზე, ექიმს, რომელიც სტიქიის ღამეს ვერეს ფილიალში მორიგეობდა და მისი პირადი დაუზღვეველი ავტომობილი სტიქიამ გაანადგურა, რატომ არ უნდა აუნაზღაურდეს ზარალი? - მერიაში პასუხობენ:


„ჯერჯერობით საერთოდ არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში. ოფიციალურად არ განხილულა არცერთ შეხვედრაზე მსგავსი რამ, არც დასმულა ეს საკითხი", - განაცხადეს მერიაში.


ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მათი მოვალეობა თანხების მობილიზებაა და არა ზარალის დათვლა.


„ფინანსთა სამინისტროს ეხება თანხების მობილიზება, რაც მოხდება მას შემდეგ, რაც მერია წარმოადგენს კონკრეტულ პროექტებს. იქნება მსჯელობა და დაფინანსება", - განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში. 

 

 

 

 

 

 

 

(ფოტო: გოგა ჩანადირი)

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016