თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად პატირმობაში მყოფი ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ახალაიას პროცესებს აქტიურად აშუქებს. ნადარეიშვილი Facebook-ზე პერიოდულად დებს ინფორმაციებს სასამართლო პროცესების შესახებ.
როგორც „რეპორტიორს" ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა განუცხადა, რეალური შანსი გაჩნდა, რომ ბაჩო ახალაიას მალე გაანთავისუფლებენ.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხედროების წამებისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების აღკვეთის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი იმართება.
პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა უკვე წარმოთქვა. ამ წუთებში დაცვის მხარის და ბრალდებულების დასკვნითი სიტყვა იწყება.
სამხედროების წამებისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ბაჩო ახალაიას განაჩენი ახლოვდება. დადგენილი ვადა 7 აგვისტოს იწურება, თუმცა არ არის გამორიცხული, აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ განაჩენი მანამდე გამოიტანოს.