reportiori.ge - აღმოსავლეთ საქართველოში კოღოების წინააღმდეგ წამლობა დასრულდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:16
რეგიონები
აღმოსავლეთ საქართველოში კოღოების წინააღმდეგ წამლობა დასრულდა
02 ივლისი, 2015. 13:11




სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ" კახეთის რეგიონში კოღოების წინააღმდეგ ქიმიური წამლობა განახორციელა. სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს ძალებით 1200 ჰა ფართობი შეიწამლა. მონიტორინგის ჯგუფმა მწერების ძლიერი გავრცელების კერები - ალაზნისპირა სოფლები და დაჭაობებული ტერიტორია შეარჩია.



ქიმიური წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით, პრეპარატ „დეცისის" გამოყენებით ჩატარდა. აღნიშნული მეთოდი კოღოების გასანადგურებლად აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, საქართველოში კი იგი დასავლეთ საქართველოში გავრცელებული საკარანტინო მავნებლის - ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ გამოიყენებოდა.



თერმული ნისლის ტექნოლოგიით წამლობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანისა და გარემოსათვის.  ქიმიური დამუშავების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.



„სურსათის ეროვნულ სააგენტოს" ტრანსმისიული დაავადების გადამტანი მწერების, მათ შორის, კოღოების წინააღმდეგ ქიმიური ღონისძიებების ჩატარება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაევალა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016