reportiori.ge - დათო მაღრაძე: ირაკლი ღარიბაშვილის ეს წინადადება იქნება კულტურაზე ზრუნვის სამაგალითო ნიმუში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:22
კულტურა
დათო მაღრაძე: ირაკლი ღარიბაშვილის ეს წინადადება იქნება კულტურაზე ზრუნვის სამაგალითო ნიმუში!
02 ივლისი, 2015. 14:09


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა და განათლების მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში გადატანის ინიციატივით მიმართეს. პოეტი დათო მაღრაძე პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივისადმი დადებით განწყობას მიესალმება.


„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა და განათლების მინისტრმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს ინიციატივით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში გადატანის თაობაზე. გარდა ამისა, შეიქმნას ხელნაწერთა დაცვის სახელმწიფო ფონდი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია. ეს მედიის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. შეთავაზებული იყო რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, თუმცა პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ხელნაწერთა შენობა აუცილებლად ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში უნდა იქნას განთავსებული. პრემიერის ეს წინადადება იქნება კულტურაზე ზრუნვის სამაგალითო ნიმუში! პრემიერმა შეთავაზებული ინიციატივებიდან, ყურადღება შეაჩერა ეროვნული ბანკის შენობაზე და თქვა, რომ ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. კიდევ ვიმეორებ, პრემიერის მხრიდან ეს არის კულტურაზე რეალური ზრუნვის დასაწყისი", - განაცხადა მაღრაძემ.


გარდა ამისა, ხელნაწერთა ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძისა და განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის პრემიერთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კორნელი კეკელიძის სახელი დაუბრუნდება, 30 ივნისი კი ხელნაწერის დღედ დაწესდება.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016