reportiori.ge - საქართველო Doing Business 2014-ის რეიტინგში, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-8 ადგილზე მოხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:16
ეკონომიკა
საქართველო Doing Business 2014-ის რეიტინგში, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-8 ადგილზე მოხვდა
29 ოქტომბერი, 2013. 11:53

წინა წელთან შედარებით ქვეყანა ერთი საფეხურით დაწინაურდა. მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ შედგენილი Doing Buisness 2014 ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს მოიცავს. მასში მითითებულია, რომ 2005 წლის შემდგომ რეგიონის ყველა ქვეყანაში ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმები გატარდა იმ სფეროებში, რომლებიც „ბიზნესის წარმოებაშია" შეფასებული.  26-მა ქვეყანამ ბიზნესის გამარტივებაზე მიმართული სულ 477 რეფორმა განახორციელა - ანუ საშუალოდ თითო ქვეყანაში 18 რეფორმა გატარდა, რაც გაცილებით მეტია ნებისმიერი სხვა რეგიონის მონაცემებზე. ამ პერიოდში რეგიონში ყველაზე მეტი რეფორმა (36) საქართველომ განახორციელა (რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით), მას მოჰყვება ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა - მაკედონია 31 რეფორმით.

Doing Buisness 2014-ში მსოფლიოს 189 ქვეყანა მოხვდა, საქართველოს სამხრეთ კორეა უსწრებს და ნორვეგია მოსდევს. რეიტინგის წამყვან პოზიციებზეა სინგაპური, ჰონგ-კონგი, ახალი ზელანდია, აშშ, დანია, მალაიზია. საქართველოს მეზობელი სომხეთი 37-ე პოზიციას იკავებს, აზერბაიჯანი - 70-ე, რუსეთი 92-ე, უკრაინა 112-ე, თურქეთი კი 69-ე ადგილზეა.

მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) ერთობლივი კვლევა ბიზნესის წარმოება" რეგულაციების იმ პროცედურების ანალიზს აკეთებს, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის ბიზნესებს მათი არსებობის მანძილზე შეეხება; მათ შორის ხდება ბიზნესის დაწყებასთან და ოპერირებასთან, საერთაშორისო ვაჭრობასთან, გადასახადის გადახდასთან და გადახდისუუნარობის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებული რეგულირების პროცედურების ანალიზი. ბიზნესის წარმოების საერთო შეფასება 10 ინდიკატორს ეყრდნობა.

ცალკეული კატეგორიების მიხედვით საქართველოს პოზიცია ასე გამოიყურება: სამშენებლო ნებართვების მიღება - მე-2 ადგილი; ელექტოენერგიის ხელმისაწვდომობა - 54-ე; ქონების რეგისტრაცია - პირველი; კრედიტების ხელმისაწვდომობა - მე-3; ინვესტორთა დაცვა - მე-16; გადასახადების გადახდა - 29-ე; ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა - 43-ე; კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფა - 33-ე, გაკოტრების დარეგულირება - 88-ე. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016