reportiori.ge - ცხრა წლის გოგონა უსახლკაროებისთვის თავშესაფარს საკუთარი ხელით აშენებს...(ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 14:43
სხვადასხვა
ცხრა წლის გოგონა უსახლკაროებისთვის თავშესაფარს საკუთარი ხელით აშენებს...(ფოტორეპორტაჟი)
ავტორი:
03 ივლისი, 2015. 01:14


 

სოციალურ ქსელში ვრცელდება 9 წლის ჰეილი ფორტის გმირობის ისტორია. ჰეილი უსახლკარო ადამიანებისთვის თავშესაფრებს საკუთარი ხელით აშენებს.


იგი მთელს თავისუფალ დროს უმწეოთა ზრუნვას ანდომებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჰეილის მისი ოჯახის წევრებიც ეხმარებიან.


გოგონას დედის თქმით, ჰეილიმ საკუთრი დამოკიდებულება უსახლკაროების მიმართ 5 წლის ასაკში გამოავლინა. ერთხელ, როდესაც ისინი სეირნობდნენ, გოგონამ უსახლკარო მოხუცი შენიშნა, რომელიც საჭმლისთვის ფულს თხოულობდა და დედას კატეგორიულად მოსთხოვა მისთვის ჰამბურგერი ეყიდათ. მას შემდეგ, ჰეილი პატარა ფიცრულებს აშენებს, რომელიც საშუალოდ 300 დოლარი უჯდება.


„ფიცრულებში უსახლკაროები რა თქმა უნდა ვერ ცხოვრობენ სრულფასოვნად, მაგრამ წვიმისა და უამინდობის დროს მათ თავშესაფარი მაინც აქვთ. არასწორია, რომ თანამედროვე ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სახლი არ აქვთ. ყველას უნდა ჰქონდს ადგილი, რომელსაც საკუთარ სახლს დაუძახებს."- აცხადებს ჰეილი.  


ამ წელს გოგონამ გადაწყვიტა უსახლკაროთა დასახმარებლად ბოსტნეული საკუთარი ხელით მოიყვანოს და ჰიგიენის საშუალებები შეიძინოს. ჰეილი და მისი ოჯახის წევრები არც დახმარებაზე აცხადებენ უარს და ყველა ადამიანთან, რომლებიც ფინანსურად თუ ფიზიკურად დაეხმრებიან, სიამოვნებით თანამშრომლობენ.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016