სოციალურ ქსელში ვრცელდება 9 წლის ჰეილი ფორტის გმირობის ისტორია. ჰეილი უსახლკარო ადამიანებისთვის თავშესაფრებს საკუთარი ხელით აშენებს.
იგი მთელს თავისუფალ დროს უმწეოთა ზრუნვას ანდომებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჰეილის მისი ოჯახის წევრებიც ეხმარებიან.
გოგონას დედის თქმით, ჰეილიმ საკუთრი დამოკიდებულება უსახლკაროების მიმართ 5 წლის ასაკში გამოავლინა. ერთხელ, როდესაც ისინი სეირნობდნენ, გოგონამ უსახლკარო მოხუცი შენიშნა, რომელიც საჭმლისთვის ფულს თხოულობდა და დედას კატეგორიულად მოსთხოვა მისთვის ჰამბურგერი ეყიდათ. მას შემდეგ, ჰეილი პატარა ფიცრულებს აშენებს, რომელიც საშუალოდ 300 დოლარი უჯდება.
„ფიცრულებში უსახლკაროები რა თქმა უნდა ვერ ცხოვრობენ სრულფასოვნად, მაგრამ წვიმისა და უამინდობის დროს მათ თავშესაფარი მაინც აქვთ. არასწორია, რომ თანამედროვე ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სახლი არ აქვთ. ყველას უნდა ჰქონდს ადგილი, რომელსაც საკუთარ სახლს დაუძახებს."- აცხადებს ჰეილი.
ამ წელს გოგონამ გადაწყვიტა უსახლკაროთა დასახმარებლად ბოსტნეული საკუთარი ხელით მოიყვანოს და ჰიგიენის საშუალებები შეიძინოს. ჰეილი და მისი ოჯახის წევრები არც დახმარებაზე აცხადებენ უარს და ყველა ადამიანთან, რომლებიც ფინანსურად თუ ფიზიკურად დაეხმრებიან, სიამოვნებით თანამშრომლობენ.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)