2013 წლის 23 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომპანია „ზეტორის" საქართველოს წარმომადგენელს, გივი ქაიხოსროშვილს ახალი ბრალდება წარედგინა. ბრალდებულს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში, სამსახურეობრივი უფელებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და ექსპერტზე ზემოქმედების განხორციელებიაში ედება ბრალი.
„ახალი ბრალდების წარდგენას საფუძვლად დაედო საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობა. მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგი, რომელიც ჩატარდა შპს. „აგრარული უნივერსიტეტის" საცდელი ბაზების, სართიჭალის საცდელი მეუნერობის ტერიტორიაზე 17 ივლისს. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად "ZETOR PROXIMA POWER 120 „ მარკისა და "NEW HOLLAND TD5 110" მარკის ტრაქტორების შედარებით დადგინდა, რომ ექსპერიმენტის შედერგებით, საცდელი ხნულების გატარება, მიწის ხნულების სიღრმესა და მოხვნის დროს, "NEW HOLLAND TD5 110 მარკის ტრაქტორმა აბსოლუტური უპირატესობა მოიპოვა. ექსპერიმენტის მიმდინარეობამ ცხადყო რომ "ZETOR PROXIMA POWER 120" მარკის ტრაქტორმა შეფერხებით შეასრულა მიწის სამუშაოები.
სწორედ ზაზა ნახუცრიშვილმა და გივი ქაიხოსროსვილმა შეთანხმებულად, ერთობლივად შეცვალეს "ZETOR PROXIMA POWER 120-ს მახასიათებლები და გააზრდევინეს ტრაქტორის ცხენის ძალა იმ ნიშნულამდე, რომელიც მინისტრის ბრძანებით იყო მიზანშეწონილი."-განაცხადა ნინო გიორგობიანმა.