reportiori.ge - შსს-ს განცხადებით, კომპანია „ზეტორის“ წარმომადგენელს ბრალი დაუმძიმდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:32
სამართალი
შსს-ს განცხადებით, კომპანია „ზეტორის“ წარმომადგენელს ბრალი დაუმძიმდა
ავტორი:
23 ივლისი, 2013. 19:02

2013 წლის 23 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომპანია „ზეტორის" საქართველოს წარმომადგენელს,  გივი ქაიხოსროშვილს ახალი ბრალდება წარედგინა.  ბრალდებულს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში, სამსახურეობრივი უფელებამოსილების ბოროტად გამოყენებაში,  მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და ექსპერტზე ზემოქმედების განხორციელებიაში ედება ბრალი.

„ახალი ბრალდების წარდგენას საფუძვლად დაედო საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობა. მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგი,  რომელიც ჩატარდა შპს. „აგრარული უნივერსიტეტის"  საცდელი ბაზების, სართიჭალის  საცდელი მეუნერობის ტერიტორიაზე 17 ივლისს. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად "ZETOR PROXIMA POWER 120 „ მარკისა და "NEW HOLLAND TD5 110"  მარკის ტრაქტორების შედარებით დადგინდა,  რომ ექსპერიმენტის  შედერგებით, საცდელი ხნულების გატარება, მიწის ხნულების სიღრმესა და მოხვნის დროს, "NEW HOLLAND TD5 110  მარკის ტრაქტორმა  აბსოლუტური უპირატესობა მოიპოვა.   ექსპერიმენტის მიმდინარეობამ  ცხადყო რომ "ZETOR PROXIMA POWER 120" მარკის ტრაქტორმა შეფერხებით შეასრულა მიწის სამუშაოები.  

სწორედ ზაზა ნახუცრიშვილმა  და გივი ქაიხოსროსვილმა  შეთანხმებულად, ერთობლივად შეცვალეს  "ZETOR PROXIMA POWER 120-ს   მახასიათებლები  და გააზრდევინეს ტრაქტორის ცხენის ძალა იმ ნიშნულამდე,  რომელიც მინისტრის ბრძანებით იყო მიზანშეწონილი."-განაცხადა ნინო გიორგობიანმა.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016