reportiori.ge - „კოლხურ ტრიოს“ ვარსკვლავი გაუხსნეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:07
რეგიონები
„კოლხურ ტრიოს“ ვარსკვლავი გაუხსნეს
ავტორი:
03 ივლისი, 2015. 17:44


2 ივლისს სენაკში რევაზ ლაღიძის პრიზისა და ოქროს მედლის მფლობელ საქართველოს სახალხო ანსამბლს, კონკურსებისა და ფესტივალების მრავალგზის ლაურეატ „კოლხურ ტრიოს" ვარსკვლავი გაუხსნეს.


„კოლხური ტრიო" 40 წელია გამორჩეული შემოქმედებითი ბიოგრაფიის მქონე კოლხური სიმღერების უბადლოდ შემსრულებელია.


1975 წლიდან დონარა მიმინოშვილის, დარეჯან ფაჩულიას და ბელა ქამადაძის შემადგენლობით „კოლხური ტრიოს" გამოჩენამ უმალვე მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება. მრავალი უნიკალური სიმღერის წარმოჩენით და შექმნით მათ გაამდიდრეს და განუმეორებელი ხიბლი შესძინეს ქართული ხალხური სიმღერის საგანძურს. დონარა მიმინოშვილის გარდაცვალების შემდეგ ანსამბლში მისი ქალიშვილი - ეკა კოღუა აგრძელებს მოღვაწეობას. სწორედ ამ შემადგენლობით წარდგა აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „კოლხური ტრიო" საიუბილეო საღამოზე.  

ღონისძიებას ესწრებოდა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, რომელმაც სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და სიგელები გადასცა მომღერლებს. ანსამბლს  წარმატებები უსურვა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მისაბიშვილმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელით მომღერლებს მიესალმა საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ირინე დგებუაძე.

საღამოს დასასრულს, დრამატული თეატრის წინ ფოიერვერკების ფონზე საზეიმოდ გაიხსნა „კოლხური ტრიოს" ვარსკვლავი.


 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016