მომღერალი ლაშა ღლონტი „ფეისბუქის" პირად გვერდზე ანსამბლ „ქართული ხმების" წევრს, გურამ თამაზაშვილს იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს.
„ფული ისესხა, სატვირთო მანქანა გაავსო შაქრით, ფქვილით, ზეთით, ჩაიტანა თავის სოფელში და ხალხს დაურიგა. თვითონ სახლ-კარი არ ჰქონდა და სხვისი ბინის საკითხებზე დარბოდა. ჩემს პატარა გოგოს ოცნება აუსრულა და მასთან "ალილო" ჩაწერა.
განუმეორებელი მომღერალი იყო და თავი არასოდეს წამოუწევია.
სხვისი კარგი უხაროდა და ამით სუნთქავდა.
და რომ არა იგი არა მარტო მე, არამედ დიდი "ქართული ხმების" უამრავი სიმღერა არ იარსებებდა.
მასი ნამღერის მოსმენის შემდეგ ძნელია საკუთარ თავს მომღერალი უწოდო. ახლაც თვალწინ გვიდგას ატირებული სოფიის სიმფონიური ორკესტრი, რომელმაც გურამის ნამღერის შემდეგ დაკვრა შეწყვიტა და მთელი ხმით ქვითინებდა.
ბევრს ძალიან უკვირდა, თუ სად მიჰქონდა ამდენი ფული, სად ხარჯავდა. მათ გასაგონად მინდა აღვნიშნო, რომ მისთვის არასოდეს არაფერი უყიდია, ყველა გაჭირვებულის შემწე და პატრონი იყო. ძალიან ძნელია მოიძებნოს ქვეყნად ადამიანი, რომელიც შეძლებდა სხვისთვის ამდენი სიკეთის კეთებას.
აი ასეთი მასწავლებელი მყავდა!!!
ღმერთმა გაანათლოს მისი სპეტაკი სული!!!!
დღეს გურამ თამაზაშვილი 62 წლის გახდებოდა:((((
ძალიან გვიყვარხარ მამი!!!
არასოდეს გვიფიქრია, რომ აღარ ხარ!!! სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ჩემთან იქნები შენი ბუბუნა ხმითა და ბავშვური გულით, ჩემო სასწაულების ჩამდენო გენიოსო!!!!", - წერს ლაშა ღლონტი და მომღერლისა და თავისი ქალიშვილის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.
გურამ თამაზაშვილი 2009 წელს 55 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სეფსის ცენტრში გარდაიცვალა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)