საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გადაცემაში „რეაქცია" ქართული ფეხბურთის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ ფეხბურთს მომავალი არ გააჩნია.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს თემურ ქეცბაია ნაკრებიდან სკანდალურად წასვლის შემდეგ? ყოფილმა მტავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ სუპერტთასის ბილეთების თემაზე მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს, მაგალითად ის, რომ ქართულიი ფეხბურთი ქრება.
„ვფიქრობ ქართულ ფეხბურთზე და ვხვდები რომ საერთოდ მომავალი არ ქვს, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და არა ის, რომ ვიღაცა უეფას სუპერთასის ბილეთს ვერ ყიდულობს. ნელნელა ფეხბურთი საქართველოში ქრება და იკარგება.
ზუსტად ეგ იყო მიზეზი რის გამოც დავტოვე ნაკრები, რადგან უყურებდი, რომ მომავალი და პერსპექტივა არ იყო, ასევე ქართული კლუბების შემხედვარე თუ რა დღეში იყვნენ, რომლებიც 16-დან 14 ფინანსურ დახმარებას ითხოვდნენ. მე ამ ყველაფრის გამო ვეღარ დავრჩებოდი, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ წარმატებაზე ფიქრი ზედმეტი იყო."- განაცხადა ქეცბაიამ.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)