ფეხბურთელმა აჩი არველაძემ გადაცემა „რეაქციაში, " სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით საუბრისას პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფანიძეს მის მიერ გაკეთებული განცხადება შეახსენა.
დეპუტატმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ სუპეთასის მატჩის საქართველოში ჩატარება ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ბორის პაიჭაძის დამსახურებაა.
„თქვენ თუ ფიქრობთ, რომ სუპერთასი არ შეიძლება ფეხბურთის ფედერაციამ ჩაიწეროს აქტივში და ეს მხოლოდ ბორის პაიჭაძის დამსახურებაა, მაშინ ერთ შეკითხვას დაგისვამთ: ხვალ რომ ჩვენ ნატო-ში მიგვიღონ, ან MAP-ი მოგვცენ, გიორგი სააკაძის და სულხან-საბა ორბელიანის დამსახურება იქნება ეს თუ ჩვენი მთავრობის?", - მიმართა აჩი არველაძემ დეპუტატს.
დავით ლორთქიფანიძემ კი, აღნიშნულ შეკითხვას უპასუხა, რომ რასაც ქართული სახელმწიფო მიაღწევს, ნამდვილად სულხან-საბას და ქართველი თაობების დამსახურება იქნება.
ლორთქიფანიძის განცხადებით, სუპერთასის მატჩის საქართველოში ჩატარება მხოლოდ დღევანდელი ფეხბურთის დამსახურება არ არის.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)